„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №441/ნ
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის თანდართული პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 19 მაისის ბრძანება №137 /ნ-სსმ III, №56 , 20 .05 .2010წ; მუხ.874
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №273 /ნ-სსმ III, №103 , 24 .08 .2010წ; მუხ.1559
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399 /ნ-სსმ III, №160 , 07 .12 .2010წ; მუხ.2263
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №1 72, 31.12 .2010წ; მუხ.2 553
დანართი
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“
მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ (შემდგომში – პროგრამა) ქვეყანაში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ), მიუსაფარი, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 2008 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008–2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“, ხოლო 2009 წელს – 2009–2011 წლების ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია, განავითაროს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები და უზრუნველყოს ბავშვთა მიტოვების პრევენცია, რათა სრულად იქნეს დაცული ყველა ბავშვის უფლება – აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. ბავშვზე ზრუნვის სფეროს რეფორმის განხორციელების პროცესში საჭიროა აღნიშნული მიმართულებების გაფართოება, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა და მათი ალტერნატიული მომსახურებებით ჩანაცვლება (დღის ცენტრი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და სხვა).
მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ, შშმ, მიუსაფარ, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის ხელშემწყობი ოჯახური გარემოს შექმნა და სოციალური დაცვა, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარება.
მუხლი 3. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობების ეტაპობრივად შემცირება, მათი ოჯახურ გარემოში დაბრუნების ან/და ალტერნატიული პროგრამების განხორციელების გზით.
მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
დ) დღის ცენტრებისა მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
ე) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ვ) ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღება;
ზ) ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
თ) ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია;
ი) პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საცხოვრებელი გარემოს, კვების, განათლების, დასვენება-გაჯანსაღების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
კ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა;
ლ) პროგრამის მონიტორინგი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,903,850 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ | ბიუჯეტი (ლარებში) |
|
|
|
|
| 1 | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 4,050,935 |
| 2 | ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“ | 554,300 |
| 3 | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 402,735 |
| 4 | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 258,120 |
| 5 | ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა | 41,270 |
| 6 | ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 87,600 |
| 7 | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 108,000 |
| 8 | განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 1,211,490 |
| 9 | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 171,400 |
| 10 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 18,000 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირები
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ პირველ, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“, ხოლო მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული სააგენტოს ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და უფლებამოსილებებს 2010 წლის 1 დეკემბრიდან გააგრძელებს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო’’. შესაბამისად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-9 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.
4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-10 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით: 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ დადებული ხელშეკრულებები გაგრძელდეს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ. შესაბამისად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული პირველი ქვეპროგრამით (არაფულადი პრევენციის), ასევე, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის ბოლომდე.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების ფარგლებში 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 8. სამიზნე ჯგუფი
მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, ძალადობის მსხვერპლი, შშმ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვები.
მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
1. „პროგრამის განხორციელების ვადა, გარდა „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“, განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

მუხლი 10. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ქვეპროგრამისათვის ინდივიდუალურია და მოცემულია შესაბამის მუხლებში.
მუხლი 11. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ, ძალადობის მსხვერპლ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭირობების, რთული ქცევისა და შშმ ბავშვთა განვითარებას, რეაბილიტაციას, ცხოვრებისეული, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მუხლი 12. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად, კვლავ ბევრი ბავშვი ხვდება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი და განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებით მრავალგზის დადასტურდა, რომ ოჯახური მზრუნველობისაგან განსხვავებით, სააღმზრდელო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ, გონებრივ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, შედეგად ასეთ დაწესებულებებში აღზრდილ ბავშვებს, მომავალში, სოციალური წარმატების მინიმალური შანსი აქვთ. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ბავშვზე ზრუნვის არსებული სახელმწიფო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა. დღეისათვის, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა მომსახურების სფეროში პრიორიტეტს წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია. დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს პროცესს, როდესაც გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ფორმის ჩანაცვლება ხდება ალტერნატიული მომსახურებებით. აღნიშნული პროცესის პრიორიტეტულობა აღიარებულია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც და წარმოადგენს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის საფუძველს.
2. ქვეპროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა რაოდენობების მინიმუმამდე დაყვანა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, არაფულადი პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების საშუალებით, ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვების გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ჩანაცვლება ოჯახური მზრუნველობით, ან ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებით – მინდობით აღზრდა, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (რეინტეგრაცია) ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარების გაწევა:
ბ.ა) 0-დან 2 წლამდე ასაკის “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვების, რომელთა სარეიტინგო ქულა კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 57 000-ს, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვების „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის კვების ვაუჩერის გაცემა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე დარჩენილ თვეებზე (კვების ვაუჩერის ერთ ტალონზე თვიური ხარჯი შეადგენს 80 ლარს). კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასებისა და სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია ბავშვის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩაბარების რისკის არსებობა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროება;
ბ.ბ) 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ლოგინის (მათ შორის, საწოლი, ლეიბი, საბანი, ბალიში და თეთრეულის კომპლექტი) ვაუჩერის გაცემა (ლოგინის ვაუჩერის ხარჯი შეადგენს 300 ლარს);
ბ.გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების/საქონლის მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2010 წლის 1 მარტამდე, პროდუქტების/საქონლის ჩამონათვალისა და სარეალიზაციო პუნქტების მითითებით. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ.დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის კვებისა და ლოგინის ვაუჩერების დაბეჭდვას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსება (მინდობით აღზრდა);
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესრულება. აღნიშნულისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას შტატგარეშე მომუშავეებთან;
დ1) საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საჭირო შესაბამისი ექსპერტიზის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეების რაოდენობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონულ ი საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვაუჩერების დაბეჭდვის უზრუნველყოფა ქვეპროგრამა „ჩვენი სახლის“ და „დღის ცენტრების“ ფარგლებში განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის, შესაბამის ვადებში და ოდენობით.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 4, 050,935 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ქვეპროგრამა ხარჯები | (ლარებში) |
| საქონელი და მომსახურება | 1 776 235 |
| სოციალური უზრუნველყოფა | 2 192 300 |
| არაფინანსური აქტივების ზრდა | 82 400 |
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებული, ნაპოვნი, მიტოვებული, გასაშვილებელი, მინდობით აღზრდაში მყოფი პირი და შშმ ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება რეინტეგრაციის, პრევენციისა და მინდობით აღზრდის შემთხვევების რაოდენობრივი და ბენეფიციართა განვითარების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოში ან მასთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 13. (ამოღებულია)

მუხლი 14. ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ განხორციელებული კვლევებით სააღმზრდელო დაწესებულებში ბავშვთა აღზრდა არ წარმოადგენს მათი სრულყოფილი განვითარებისთვის უპირატეს გარემოს და ორიენტირებული არ არის აღსაზრდელთა ინდივიდუალობაზე. ამ კატეგორიის ბავშვთა მოვლისა და აღზრდისათვის ერთ-ერთ უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს მათზე მზრუნველობის განხორციელება ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში, კერძოდ, მცირე საოჯახო ტიპის სახლში. აღნიშნული ტიპის მომსახურების განვითარება წარმოადგენს ამ ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების რეალიზების ხელშეწყობას და ალტერნატიული მზრუნველობის მოდელის დანერგვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული ის ბავშვები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) განთავსება მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება.
3. ქვეპროგრამის ამოცანას წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდა, სადაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით, ასევე თვითმოვლის, ცხოვრებისეული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, ასევე, იმ აუცილებელი, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, გაზრდის მათ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც მომავალში განაპირობებს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ყოველდღიურ 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
ბ) დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების პირველად სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
დ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
ე) თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ბენეფიციარის განვითარებისკენ მიმართულ კონკრეტულ შედეგს, ამის შესაბამისად განსახორციელებელ აქტივობებს, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს და შედეგის მიღწევის პერიოდს. გეგმა გადაისინჯება პერიოდულად;
ვ) ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ზ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
თ) ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
ი) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას როგორც მომსახურების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს, სადაც ბავშვები მოახდენენ ნასწავლი უნარების პრაქტიკულ გამოყენებასა და განმტკიცებას.
5. მცირე საოჯახო ტიპის სახლი გათვლილია მაქსიმუმ 9 ბენეფიციარზე, მათ შორის, ერთი ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის (კვარტალში არა უმეტეს 10 დღისა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება). მცირე საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვას განახორციელებენ აღმზრდელები. აღმზრდელები ბენეფიციარებზე ზრუნვას განახორციელებენ 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას დამხმარე აღმზრდელები.
6. მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.
7. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 596 275 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 12,5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.
8. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 142 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 38 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
დ) ქ. ბათუმში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ე) ქ. თელავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
ვ) ქ. მცხეთაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ზ) ქ. ოზურგეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
თ) ქ. ახმეტაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ეწერში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
კ) ქ. ზუგდიდში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ლ) დუშეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.
9. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
10. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით, სადაც უპირატესი გარემოებებია შექმნილი სრულფასოვანი განვითარებისათვის.

მუხლი 15. დღის ცენტრების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები ხშირად იღებენ შვილების ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების გადაწყვეტილებას. ინსტიტუციურ დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კონკრეტულ თემებში, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ტიპის მომსახურების, კერძოდ, დღის ცენტრების მომსახურების განვითარებით შესაძლებელია აღნიშნული კატეგორიის ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა იმ ბავშვების დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებზეც დღის განმავლობაში (სკოლის შემდგომ პერიოდში) ოჯახები ვერ ახერხებენ ზრუნვას.
4. ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ყოველდღიურ მომსახურებას (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციართათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამების შემუშავებას, თითოეულის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით;
გ) ბენეფიციართა აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას, მათი სასიცოცხლო, აკადემიური და ფუნქციური უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში მათ დამოუკიდებელ და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას;
დ) თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების, ჯანსაღი და სწორი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას;
ე) აღსაზრდელთა აკადემიურ მხარდაჭერას, კერძოდ, ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის და მათში საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საგანმანათლებლო წრეების ფუნქციონირებას;
ვ) მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების გზით, მათთვის მშობლობის მოტივაციისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
5. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს. ერთ დღის ცენტრში (ობიექტის ერთ მისამართზე) მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 10-ისა და არა უმეტეს 50-ისა.
6. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 451,000 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) რაოდენობაზე.
7. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-დან 18 წლამდე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვები, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 410 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 130 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
დ) ქ. გორში – არა უმეტეს 80 ბენეფიციარისა;
ე) ჭიათურაში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
ვ) თიანეთში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება დღის განმავლობაში ბენეფიციარების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა ოჯახის შემცვლელ გარემოში, რითაც ხელი შეეწყობა მათ ოჯახში აღზრდასა და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
მუხლი 16. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არსებობენ სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი – ე.წ. „ქუჩის ბავშვები“ (შემდგომში – მიუსაფარი ბავშვები). ამ კატეგორიის ბავშვებს ხანგრძლივად უწევთ ცხოვრება „ღია ცის ქვეშ“, სადაც არ არის დაცული მათი საბაზისო მოთხოვნილებები, მათ უყალიბდებათ რთული ცხოვრებისეული გამოცდილება (მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებთან გამკლავება, საზოგადოებრივი ქცევის ნორმების მიუღებლობა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა და სხვა), რაც სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ზრუნვასა და დახმარებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით ან დღის მომსახურებით უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა 18 წლამდე ასაკის მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვა და მათი უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით, კვებით, განათლებით, პროფესიული ორიენტაცია/ტრენინგით, სპორტული აქტივობებით, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთხვევაში ბენეფიციარების სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ 3-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) დღის მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარების 2-ჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
დ) ბავშვის პირველადი სამედიცინო საჭიროებების დადგენას;
ე) ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას (თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება) და მის სტაბილიზაციაზე ზრუნვას;
ვ) ერთი მხრივ, ბავშვის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, მის პრობლემებზე ფოკუსირებული ინდივიდუალური აქტივობების, მეორე მხრივ, კი ჯგუფური აქტივობების განხორციელებას:
ვ.ა) ინდივიდუალური საგანმანათლებლო და პროფესიული სატრენინგო პროგრამების განხორციელებას და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
ვ.ბ) დღის განრიგის შემუშავებას – პროგრამული აქტივობები, სადაც გათვალისწინებულია აღსაზრდელთა ინდივიდუალობა (ასაკი, სქესი, განვითარების დონე). განრიგი უნდა ასახავდეს კვების, ყოველდღიური პროგრამების (თუ შესაძლებელია სკოლაში დასწრება ან პროფესიული ტრენინგი), საღამოს აქტივობებს, შინა სამუშაოებს და თავისუფალი დროის ორგანიზებას;
ვ.გ) რეკრეაციულ/სპორტულ პროგრამებს;
ვ.დ) ცხოვრებისეული და სოციალური უნარ-ჩვევების პროგრამებს;
ვ.ე) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებას (საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის, საძინებელი სივრცის მოვლა, საერთო მოხმარების ოთახების სისუფთავის დაცვა და სხვა).
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 258,120 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 13 ლარს თავშესაფრით უზრუნველყოფის შემ თ ხვევაში და 5 ლარს დღის მომსახურების შემთხვევაში.
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის დღეში ერთდროულად არა უმეტეს 70 (50 ბავშვი თავშესაფრის მომსახურების მიმღები და 20 ბავშვი დღის მომსახურების მიმღები) მიუსაფარი ბავშვი. ამასთან, თავშესაფარში 6 ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რეაბილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და მომსახურებით, სადაც ბავშვების საჭიროებების შესაბამისად, მოხდება სარეაბილიტაციო აქტივობების წარმართვა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 17. ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ბავშვის დასვენება, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხელოვნებასთან ზიარება, ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მათი ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რაც აღიარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის 31-ე მუხლით. ამასთან, ამ უფლების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელების, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის და მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიმღები ოჯახების ბავშვების დასვენება-გაჯანსაღება და საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბენეფიციარების საქართველოს კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა დასვენებასა და მოვლას საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 12 დღის მანძილზე;
ბ) ბენეფიციართა მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ტრანსპორტირებას და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;
დ) ადგილზე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
ე) მოზარდთა შორის ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობას ბუნების წიაღსა და ისტორიულ ადგილებში;
ვ) სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
ზ) ჯგუფში შრომის განაწილების უნარების გამომუშავებას;
თ) ბავშვების მიერ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვას, საჭიროებების განსაზღვრას, რესურსების მობილიზებასა და განხორციელებას;
ი) პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
კ) შემეცნებით-გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებას;
ლ) ბენეფიციარების დაყოფას ჯგუფებად (ჯგუფში არა უმეტეს 20 ბენეფიციარისა), რომელსაც ზედამხედველობს 2 მზრუნველი.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 41,270 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების მიმღები ოჯახების 9-დან 18 წლამდე ასაკის არანაკლებ 172 ბავშვისა. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
7. ქვეპროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 1 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდით.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება განხორციელებული ღონსძიებების მრავალფეროვნების და ბენეფიციართა კმაყოფილების მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბენეფიციართა დასვენება-გაჯანსაღება, მათი შემეცნებითი განვითარება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 18. ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან დამოუკიდებელი გადაადგილების შესაძლებლობას, ვერ ახერხებენ მკურნალობასა და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. ამ კატეგორიის ბავშვების შეუფერხებელი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია მათი კომპლექსური მზრუნველობით უზრუნველყოფა (მკურნალობა, რეაბილიტაცია და ზრუნვა).
2. ქვეპროგრამის მიზანია ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვების კონსერვატიული მკურნალობა და ფუნქციური უნარების განვითარების გზით სოციალური ინტეგრაციის/რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა მკურნალობა, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია და ამის პარალელურად სოციალური ადაპტაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) პირადი ჰიგიენით უზრუნველყოფას;
გ) მკურნალობით და რეაბილიტაციით უზრუნველყოფას;
დ) პირველადი და ამბულატორიული დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონალური სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ე) შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით უზრუნველყოფას;
ვ) შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ბავშვის უფლებების სწავლება, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 87,600 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 24 ლარს.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის თვეში, არა უმეტეს 10 ბავშვი, რომლებსაც აქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის შემდეგი პათოლოგიები:
ა) მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
ბ) სპინა ბიფიდა;
გ) პერტესის დაავადება;
დ) კოკსართროზი;
ე) ოსტეოქონდროპათიები;
ვ) რევმატიული კოქსიტი;
ზ) დისპლაზიური კოქსიტი;
თ) ამოვარდნილობები.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რებილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და სარეაბილიტაციო მომსახურებით.
მუხლი 19. ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური დარღვევები ადრეული ბავშვობის ასაკში თითქმის შეუმჩნეველია და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა სასკოლო ასაკში მთელი სიმძაფრით ვლინდება მეტყველების, წერის, კითხვის, მათემატიკური ანგარიშის, ქცევის, კომუნიკაციისა და სხვა დარღვევების სახით. ამ ეტაპზე მენტალური პრობლემების აღმოჩენისას კი უკვე საჭირო ხდება ხანგრძლივი, ინტენსიური და ძვირადღირებული ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის ეფექტური გამოსავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება. ადრეული ბავშვობის ასაკში გონებრივი განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჩამორჩენის დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს ადაპტაციური, კომუნიკაციური და აკადემიური უნარების დეფექტურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკას და სწორ ნეიროფსიქოლოგიურ კორექციას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ინვალიდობის პრევენციისათვის.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და პრევენცია.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა იდენტიფიკაცია/სკრინინგი, თვეში არანაკლებ 80-ისა;
ბ) ბენეფიციართა დიაგნოსტიკა, თვეში არანაკლებ 40-ისა;
გ) ბენეფიციართა რეგისტრაცია, ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) ნევროლოგის კონსულტაცია, ძილის დარღვევების კვლევა კითხვარების საშუალებით, თვეში არანაკლებ 50-ისა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ეპილეფტოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოება, თვეში არანაკლებ 15-ისა;
ვ) დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება;
ზ) განვითარების ინდივიდუალური გეგმების სათანადოდ განსახორციელებლად მშობლების განათლება და კონსულტაცია;
თ) ინდივიდუალური გეგმების შედეგის შესაფასებლად ოჯახებთან კომუნიკაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექცია.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 108,000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ტესტირებულ და დიაგნოსტირებულ ბავშვთა რაოდენობისა და მშობელთა კმაყოფილების დონის მაჩვენებლის მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია.
მუხლი 20. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესისა, კვლავ აქტუალური რჩება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების საკითხი, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც აკადემიური განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლები.
2. ქვეპროგრამის მიზანია აღზრდითა და განათლებით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებსაც საშუალება ექნებათ შეიძინონ და განივითარონ ფუნქციური, აკადემიური და პროფესიული უნარები.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის ბავშვების აღზრდა-განვითარებისა და აკადემიური განათლების უზრუნველყოფა ისეთ გარემოში, სადაც დაკმაყოფილებულია მათი საბაზისო მოთხოვნილებები, უზრუნველყოფილია ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება და პროფესიული ინტერესების განვითარება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა სააღმზრდელო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, აღნიშნული არ ვრცელდება სსიპ – ქ. თბილისის 198-ე სკოლაზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ დღის მომსახურებას, მინიმუმ ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციარების პირველადი საჭიროების მედიკამენტებით და დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
გ) ბენეფიციართა უზრუნველყოფა ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით;
დ) ბენეფიციართათვის შეთავაზებული ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ე) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი აკადემიური მხარდაჭერა;
ვ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
ზ) ბენეფიციართა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც დაწესებულებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 1,211,490 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/6-ისა:
| № | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების დასახელება | ხარჯები (ლარებში) |
| 1 | სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა | 175 000 |
| 2 | სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა | 44 000 |
| 3 | სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა | 41 500 |
| 4 | სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბის №2 საჯარო სკოლა | 68 000 |
| 5 | სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა | 41 500 |
| 6 | სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა | 53 490 |
| 7 | სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა | 61 000 |
| 8 | სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა | 146 000 |
| 9 | სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა | 63 500 |
| 10 | სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა | 102 000 |
| 11 | სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა | 74 500 |
| 12 | სსიპ – სამტრედიის №15 საჯარო სკოლა | 61 500 |
| 13 | სსიპ – ქუთაისის №44 საჯარო სკოლა | 93 500 |
| 14 | სსიპ – ქ. თბილისის №199 საჯარო სკოლა | 93 500 |
| 15 | სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა | 92 500 |
ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სკოლის დირექციისა და მასწავლებლების შრომის ანაზღაურება.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მცხოვრები განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, რთული ქცევის მქონე, ასევე მათემატიკური ნიჭით გამორჩეული და ოპტიმიზირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებიდან გადმოყვანილი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა განვითარებისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილნი იქნებიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება მათ განვითარებაზე ზრუნვა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 19 მაისის ბრძანება № 137 /ნ-სსმ III, № 56 , 20 .0 5 .2010წ; მუხ. 874
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 21. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთათვის განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ალტერნატიული მომსახურებებისა, კვლავაც არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში უხდებათ ცხოვრება. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს ასეთი ბავშვების აღზრდა უსაფრთხო, დაცულ გარემოში – სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც დაკმაყოფილებულია მათი ყველა პირველადი მოთხოვნილება.
2. ქვეპროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების საყოფაცხოვრებო და განვითარებისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვები უზრუნველყოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების სადღეღამისო მომსახურებით, რომელთა განთავსება მოცემული ეტაპისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ რომელიმე ალტერნატიულ მომსახურებაში ვერ მოხერხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვის ყოფნა წარმოადგენს შუალედურ პერიოდს და შესაბამისი წინაპირობების შექმნისთანავე იგი დაუბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს ან განთავსდება ალტერნატიული ზრუნვის რომელიმე ფორმაში.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას:
ბ) დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების პირველადი საჭიროების მედიკამენტებითა და დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, ამბულატორიული და სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
დ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
ე) ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამების შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ვ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
ზ) ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
თ) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს, სადაც ბავშვები ახდენენ ნასწავლი უნარების პრაქტიკულ გამოყენებასა და განმტკიცებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 171,400 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვთა (მათ შორის, ნაპოვნ ბავშვთა) ზღვრული რაოდენობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებინ მოვლითა და ზრუნვით, აკადემიური განათლებით და ხელი შეეწყობა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
მუხლი 22. პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების ანალიზისა და არსებული საჭიროებების დიაგნოსტირების აუცილებლობით, რომლის საფუძველზეც მოხდება დაგეგმვის პროცესის ორგანიზება.
2. ქვეპროგრამის მიზანია პროგრამის ეფექტურობის შეფასებისა და სწორი დაგეგმვის ორგანიზებით, არსებული რესურსების ფარგლებში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და შშმ ბავშვთა საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პროგრამის შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) პროგრამის განმახორციელებელი პირების მიერ მოწოდებული ანგარიშების ანალიზს და განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეფასებას;
ბ) ანალიზის შედეგების დაინტერესებული მხარეებისათვის პრეზენტაციისა და განხილვის მიზნით, სადისკუსიო კონფერენციის ორგანიზებას;
გ) ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 18 000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროგრამა ბავშვზე ზრუნვის ქვეპროგრამების, მომსახურების მიმწოდებლები და ბენეფიციარები.
7. ქვეპროგრამის შეფასების კრიტერიუმია ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ვალიდურობა.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება და გაიზრდება პროგრამის ეფექტურობა.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №441/ნ
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის თანდართული პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 19 მაისის ბრძანება №137 /ნ-სსმ III, №56 , 20 .05 .2010წ; მუხ.874
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №273 /ნ-სსმ III, №103 , 24 .08 .2010წ; მუხ.1559
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399 /ნ-სსმ III, №160 , 07 .12 .2010წ; მუხ.2263
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №1 72, 31.12 .2010წ; მუხ.2 553
დანართი
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“
მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ (შემდგომში – პროგრამა) ქვეყანაში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ), მიუსაფარი, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 2008 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008–2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“, ხოლო 2009 წელს – 2009–2011 წლების ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია, განავითაროს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები და უზრუნველყოს ბავშვთა მიტოვების პრევენცია, რათა სრულად იქნეს დაცული ყველა ბავშვის უფლება – აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. ბავშვზე ზრუნვის სფეროს რეფორმის განხორციელების პროცესში საჭიროა აღნიშნული მიმართულებების გაფართოება, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა და მათი ალტერნატიული მომსახურებებით ჩანაცვლება (დღის ცენტრი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და სხვა).
მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ, შშმ, მიუსაფარ, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის ხელშემწყობი ოჯახური გარემოს შექმნა და სოციალური დაცვა, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარება.
მუხლი 3. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობების ეტაპობრივად შემცირება, მათი ოჯახურ გარემოში დაბრუნების ან/და ალტერნატიული პროგრამების განხორციელების გზით.
მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
დ) დღის ცენტრებისა მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
ე) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ვ) ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღება;
ზ) ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
თ) ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია;
ი) პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საცხოვრებელი გარემოს, კვების, განათლების, დასვენება-გაჯანსაღების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
კ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა;
ლ) პროგრამის მონიტორინგი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 028 090 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,903,850 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
№
პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“
ბიუჯეტი (ლარებში)
8,028,090
1
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
5,084,935
4,050,935
2
ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
596,275
554,300
3
დღის ცენტრების ქვეპროგრამა
451,000
402,735
4
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
258,120
5
ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა
41,270
6
ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

87,600
7
ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა
108,000
8
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1,211,490
9
ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
171,400
10
პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა
18,000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირები
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ პირველ, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“, ხოლო მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული სააგენტოს ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და უფლებამოსილებებს 2010 წლის 1 დეკემბრიდან გააგრძელებს სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’. შესაბამისად, სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-9 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.
4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-10 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით: 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ დადებული ხელშეკრულებები გაგრძელდეს სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ. შესაბამისად, სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული პირველი ქვეპროგრამით (არაფულადი პრევენციის), ასევე, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის ბოლომდე.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების ფარგლებში 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 8. სამიზნე ჯგუფი
მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, ძალადობის მსხვერპლი, შშმ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვები.
მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
1. „პროგრამის განხორციელების ვადა, გარდა „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“, განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 10. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ქვეპროგრამისათვის ინდივიდუალურია და მოცემულია შესაბამის მუხლებში.
მუხლი 11. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ, ძალადობის მსხვერპლ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭირობების, რთული ქცევისა და შშმ ბავშვთა განვითარებას, რეაბილიტაციას, ცხოვრებისეული, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მუხლი 12. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად, კვლავ ბევრი ბავშვი ხვდება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი და განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებით მრავალგზის დადასტურდა, რომ ოჯახური მზრუნველობისაგან განსხვავებით, სააღმზრდელო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ, გონებრივ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, შედეგად ასეთ დაწესებულებებში აღზრდილ ბავშვებს, მომავალში, სოციალური წარმატების მინიმალური შანსი აქვთ. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ბავშვზე ზრუნვის არსებული სახელმწიფო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა. დღეისათვის, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა მომსახურების სფეროში პრიორიტეტს წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია. დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს პროცესს, როდესაც გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ფორმის ჩანაცვლება ხდება ალტერნატიული მომსახურებებით. აღნიშნული პროცესის პრიორიტეტულობა აღიარებულია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც და წარმოადგენს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის საფუძველს.
2. ქვეპროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა რაოდენობების მინიმუმამდე დაყვანა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, არაფულადი პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების საშუალებით, ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვების გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ჩანაცვლება ოჯახური მზრუნველობით, ან ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებით – მინდობით აღზრდა, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (რეინტეგრაცია) ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარების გაწევა:
ბ.ა) 0-დან 2 წლამდე ასაკის “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვების, რომელთა სარეიტინგო ქულა კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 57 000-ს, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვების „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის კვების ვაუჩერის გაცემა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე დარჩენილ თვეებზე (კვების ვაუჩერის ერთ ტალონზე თვიური ხარჯი შეადგენს 80 ლარს). კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასებისა და სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია ბავშვის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩაბარების რისკის არსებობა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროება;
ბ.ბ) 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ლოგინის (მათ შორის, საწოლი, ლეიბი, საბანი, ბალიში და თეთრეულის კომპლექტი) ვაუჩერის გაცემა (ლოგინის ვაუჩერის ხარჯი შეადგენს 300 ლარს);
ბ.გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების/საქონლის მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2010 წლის 1 მარტამდე, პროდუქტების/საქონლის ჩამონათვალისა და სარეალიზაციო პუნქტების მითითებით. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ.დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის კვებისა და ლოგინის ვაუჩერების დაბეჭდვას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსება (მინდობით აღზრდა);
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესრულება. აღნიშნულისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას შტატგარეშე მომუშავეებთან;
დ1) საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საჭირო შესაბამისი ექსპერტიზის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეების რაოდენობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვაუჩერების დაბეჭდვის უზრუნველყოფა ქვეპროგრამა „ჩვენი სახლის“ და „დღის ცენტრების“ ფარგლებში განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის, შესაბამის ვადებში და ოდენობით.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწი-ნებულია 5,084,935 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 4, 050,935 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ქვეპროგრამა ხარჯები |
ქვეპროგრამა ხარჯები
(ლარებში)
საქონელი და მომსახურება
1 701 235
1 776 235
სოციალური უზრუნველყოფა
3 301 300
2 192 300
არაფინანსური აქტივების ზრდა
82 400
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებული, ნაპოვნი, მიტოვებული, გასაშვილებელი, მინდობით აღზრდაში მყოფი პირი და შშმ ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება რეინტეგრაციის, პრევენციისა და მინდობით აღზრდის შემთხვევების რაოდენობრივი და ბენეფიციართა განვითარების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოში ან მასთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 13. (ამოღებულია)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 14. ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ განხორციელებული კვლევებით სააღმზრდელო დაწესებულებში ბავშვთა აღზრდა არ წარმოადგენს მათი სრულყოფილი განვითარებისთვის უპირატეს გარემოს და ორიენტირებული არ არის აღსაზრდელთა ინდივიდუალობაზე. ამ კატეგორიის ბავშვთა მოვლისა და აღზრდისათვის ერთ-ერთ უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს მათზე მზრუნველობის განხორციელება ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში, კერძოდ, მცირე საოჯახო ტიპის სახლში. აღნიშნული ტიპის მომსახურების განვითარება წარმოადგენს ამ ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების რეალიზების ხელშეწყობას და ალტერნატიული მზრუნველობის მოდელის დანერგვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული ის ბავშვები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) განთავსება მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება.
3. ქვეპროგრამის ამოცანას წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდა, სადაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით, ასევე თვითმოვლის, ცხოვრებისეული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, ასევე, იმ აუცილებელი, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, გაზრდის მათ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც მომავალში განაპირობებს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ყოველდღიურ 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
ბ) დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების პირველად სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
დ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
ე) თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ბენეფიციარის განვითარებისკენ მიმართულ კონკრეტულ შედეგს, ამის შესაბამისად განსახორციელებელ აქტივობებს, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს და შედეგის მიღწევის პერიოდს. გეგმა გადაისინჯება პერიოდულად;
ვ) ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ზ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
თ) ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
ი) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას როგორც მომსახურების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს, სადაც ბავშვები მოახდენენ ნასწავლი უნარების პრაქტიკულ გამოყენებასა და განმტკიცებას.
5. მცირე საოჯახო ტიპის სახლი გათვლილია მაქსიმუმ 9 ბენეფიციარზე, მათ შორის, ერთი ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის (კვარტალში არა უმეტეს 10 დღისა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება). მცირე საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვას განახორციელებენ აღმზრდელები. აღმზრდელები ბენეფიციარებზე ზრუნვას განახორციელებენ 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას დამხმარე აღმზრდელები.
6. მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.
7. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 596 275 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 12,5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.
8. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 142 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 38 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
დ) ქ. ბათუმში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ე) ქ. თელავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
ვ) ქ. მცხეთაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ზ) ქ. ოზურგეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
თ) ქ. ახმეტაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ეწერში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
კ) ქ. ზუგდიდში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ლ) დუშეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.
9. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
10. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით, სადაც უპირატესი გარემოებებია შექმნილი სრულფასოვანი განვითარებისათვის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 15. დღის ცენტრების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები ხშირად იღებენ შვილების ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების გადაწყვეტილებას. ინსტიტუციურ დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კონკრეტულ თემებში, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ტიპის მომსახურების, კერძოდ, დღის ცენტრების მომსახურების განვითარებით შესაძლებელია აღნიშნული კატეგორიის ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა იმ ბავშვების დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებზეც დღის განმავლობაში (სკოლის შემდგომ პერიოდში) ოჯახები ვერ ახერხებენ ზრუნვას.
4. ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ყოველდღიურ მომსახურებას (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციართათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამების შემუშავებას, თითოეულის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით;
გ) ბენეფიციართა აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას, მათი სასიცოცხლო, აკადემიური და ფუნქციური უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში მათ დამოუკიდებელ და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას;
დ) თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების, ჯანსაღი და სწორი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას;
ე) აღსაზრდელთა აკადემიურ მხარდაჭერას, კერძოდ, ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის და მათში საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საგანმანათლებლო წრეების ფუნქციონირებას;
ვ) მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების გზით, მათთვის მშობლობის მოტივაციისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
5. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს. ერთ დღის ცენტრში (ობიექტის ერთ მისამართზე) მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 10-ისა და არა უმეტეს 50-ისა.
6. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 451,000 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) რაოდენობაზე.
7. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-დან 18 წლამდე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვები, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 410 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 130 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
დ) ქ. გორში – არა უმეტეს 80 ბენეფიციარისა;
ე) ჭიათურაში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
ვ) თიანეთში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება დღის განმავლობაში ბენეფიციარების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა ოჯახის შემცვლელ გარემოში, რითაც ხელი შეეწყობა მათ ოჯახში აღზრდასა და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
მუხლი 16. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არსებობენ სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი – ე.წ. „ქუჩის ბავშვები“ (შემდგომში – მიუსაფარი ბავშვები). ამ კატეგორიის ბავშვებს ხანგრძლივად უწევთ ცხოვრება „ღია ცის ქვეშ“, სადაც არ არის დაცული მათი საბაზისო მოთხოვნილებები, მათ უყალიბდებათ რთული ცხოვრებისეული გამოცდილება (მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებთან გამკლავება, საზოგადოებრივი ქცევის ნორმების მიუღებლობა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა და სხვა), რაც სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ზრუნვასა და დახმარებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით ან დღის მომსახურებით უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა 18 წლამდე ასაკის მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვა და მათი უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით, კვებით, განათლებით, პროფესიული ორიენტაცია/ტრენინგით, სპორტული აქტივობებით, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთხვევაში ბენეფიციარების სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ 3-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) დღის მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარების 2-ჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
დ) ბავშვის პირველადი სამედიცინო საჭიროებების დადგენას;
ე) ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას (თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება) და მის სტაბილიზაციაზე ზრუნვას;
ვ) ერთი მხრივ, ბავშვის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, მის პრობლემებზე ფოკუსირებული ინდივიდუალური აქტივობების, მეორე მხრივ, კი ჯგუფური აქტივობების განხორციელებას:
ვ.ა) ინდივიდუალური საგანმანათლებლო და პროფესიული სატრენინგო პროგრამების განხორციელებას და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
ვ.ბ) დღის განრიგის შემუშავებას – პროგრამული აქტივობები, სადაც გათვალისწინებულია აღსაზრდელთა ინდივიდუალობა (ასაკი, სქესი, განვითარების დონე). განრიგი უნდა ასახავდეს კვების, ყოველდღიური პროგრამების (თუ შესაძლებელია სკოლაში დასწრება ან პროფესიული ტრენინგი), საღამოს აქტივობებს, შინა სამუშაოებს და თავისუფალი დროის ორგანიზებას;
ვ.გ) რეკრეაციულ/სპორტულ პროგრამებს;
ვ.დ) ცხოვრებისეული და სოციალური უნარ-ჩვევების პროგრამებს;
ვ.ე) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებას (საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის, საძინებელი სივრცის მოვლა, საერთო მოხმარების ოთახების სისუფთავის დაცვა და სხვა).
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 258,120 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 13 ლარს თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთ ხვევაში და 5 ლარს დღის მომსახურების შემთხვევაში.
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის დღეში ერთდროულად არა უმეტეს 70 (50 ბავშვი თავშესაფრის მომსახურების მიმღები და 20 ბავშვი დღის მომსახურების მიმღები) მიუსაფარი ბავშვი. ამასთან, თავშესაფარში 6 ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რეაბილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და მომსახურებით, სადაც ბავშვების საჭიროებების შესაბამისად, მოხდება სარეაბილიტაციო აქტივობების წარმართვა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 17. ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ბავშვის დასვენება, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხელოვნებასთან ზიარება, ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მათი ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რაც აღიარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის 31-ე მუხლით. ამასთან, ამ უფლების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელების, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის და მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიმღები ოჯახების ბავშვების დასვენება-გაჯანსაღება და საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბენეფიციარების საქართველოს კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა დასვენებასა და მოვლას საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 12 დღის მანძილზე;
ბ) ბენეფიციართა მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ტრანსპორტირებას და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;
დ) ადგილზე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
ე) მოზარდთა შორის ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობას ბუნების წიაღსა და ისტორიულ ადგილებში;
ვ) სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
ზ) ჯგუფში შრომის განაწილების უნარების გამომუშავებას;
თ) ბავშვების მიერ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვას, საჭიროებების განსაზღვრას, რესურსების მობილიზებასა და განხორციელებას;
ი) პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
კ) შემეცნებით-გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებას;
ლ) ბენეფიციარების დაყოფას ჯგუფებად (ჯგუფში არა უმეტეს 20 ბენეფიციარისა), რომელსაც ზედამხედველობს 2 მზრუნველი.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 41,270 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების მიმღები ოჯახების 9-დან 18 წლამდე ასაკის არანაკლებ 172 ბავშვისა. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
7. ქვეპროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 1 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდით.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება განხორციელებული ღონსძიებების მრავალფეროვნების და ბენეფიციართა კმაყოფილების მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბენეფიციართა დასვენება-გაჯანსაღება, მათი შემეცნებითი განვითარება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 18. ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან დამოუკიდებელი გადაადგილების შესაძლებლობას, ვერ ახერხებენ მკურნალობასა და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. ამ კატეგორიის ბავშვების შეუფერხებელი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია მათი კომპლექსური მზრუნველობით უზრუნველყოფა (მკურნალობა, რეაბილიტაცია და ზრუნვა).
2. ქვეპროგრამის მიზანია ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვების კონსერვატიული მკურნალობა და ფუნქციური უნარების განვითარების გზით სოციალური ინტეგრაციის/რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა მკურნალობა, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია და ამის პარალელურად სოციალური ადაპტაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) პირადი ჰიგიენით უზრუნველყოფას;
გ) მკურნალობით და რეაბილიტაციით უზრუნველყოფას;
დ) პირველადი და ამბულატორიული დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონალური სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ე) შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით უზრუნველყოფას;
ვ) შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ბავშვის უფლებების სწავლება, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 87,600 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 24 ლარს.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის თვეში, არა უმეტეს 10 ბავშვი, რომლებსაც აქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის შემდეგი პათოლოგიები:
ა) მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
ბ) სპინა ბიფიდა;
გ) პერტესის დაავადება;
დ) კოკსართროზი;
ე) ოსტეოქონდროპათიები;
ვ) რევმატიული კოქსიტი;
ზ) დისპლაზიური კოქსიტი;
თ) ამოვარდნილობები.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რებილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და სარეაბილიტაციო მომსახურებით.
მუხლი 19. ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური დარღვევები ადრეული ბავშვობის ასაკში თითქმის შეუმჩნეველია და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა სასკოლო ასაკში მთელი სიმძაფრით ვლინდება მეტყველების, წერის, კითხვის, მათემატიკური ანგარიშის, ქცევის, კომუნიკაციისა და სხვა დარღვევების სახით. ამ ეტაპზე მენტალური პრობლემების აღმოჩენისას კი უკვე საჭირო ხდება ხანგრძლივი, ინტენსიური და ძვირადღირებული ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის ეფექტური გამოსავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება. ადრეული ბავშვობის ასაკში გონებრივი განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჩამორჩენის დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს ადაპტაციური, კომუნიკაციური და აკადემიური უნარების დეფექტურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკას და სწორ ნეიროფსიქოლოგიურ კორექციას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ინვალიდობის პრევენციისათვის.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და პრევენცია.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა იდენტიფიკაცია/სკრინინგი, თვეში არანაკლებ 80-ისა;
ბ) ბენეფიციართა დიაგნოსტიკა, თვეში არანაკლებ 40-ისა;
გ) ბენეფიციართა რეგისტრაცია, ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) ნევროლოგის კონსულტაცია, ძილის დარღვევების კვლევა კითხვარების საშუალებით, თვეში არანაკლებ 50-ისა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ეპილეფტოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოება, თვეში არანაკლებ 15-ისა;
ვ) დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება;
ზ) განვითარების ინდივიდუალური გეგმების სათანადოდ განსახორციელებლად მშობლების განათლება და კონსულტაცია;
თ) ინდივიდუალური გეგმების შედეგის შესაფასებლად ოჯახებთან კომუნიკაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექცია.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 108,000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ტესტირებულ და დიაგნოსტირებულ ბავშვთა რაოდენობისა და მშობელთა კმაყოფილების დონის მაჩვენებლის მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია.
მუხლი 20. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესისა, კვლავ აქტუალური რჩება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების საკითხი, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც აკადემიური განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლები.
2. ქვეპროგრამის მიზანია აღზრდითა და განათლებით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებსაც საშუალება ექნებათ შეიძინონ და განივითარონ ფუნქციური, აკადემიური და პროფესიული უნარები.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის ბავშვების აღზრდა-განვითარებისა და აკადემიური განათლების უზრუნველყოფა ისეთ გარემოში, სადაც დაკმაყოფილებულია მათი საბაზისო მოთხოვნილებები, უზრუნველყოფილია ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება და პროფესიული ინტერესების განვითარება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა სააღმზრდელო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, აღნიშნული არ ვრცელდება სსიპ – ქ. თბილისის 198-ე სკოლაზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ დღის მომსახურებას, მინიმუმ ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციარების პირველადი საჭიროების მედიკამენტებით და დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
გ) ბენეფიციართა უზრუნველყოფა ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით;
დ) ბენეფიციართათვის შეთავაზებული ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ე) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი აკადემიური მხარდაჭერა;
ვ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
ზ) ბენეფიციართა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც დაწესებულებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 1,211,490 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/6-ისა:
№
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების დასახელება
ხარჯები (ლარებში)
1
სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა
175 000
2
სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა
44 000
3
სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა
41 500
4
სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბის №2 საჯარო სკოლა
68 000
5
სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა
41 500
6
სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
53 490
7
სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა
61 000
8
სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა
146 000
9
სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა
63 500
10
სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა
102 000
11
სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა
74 500
12
სსიპ – სამტრედიის №15 საჯარო სკოლა
61 500
13
სსიპ – ქუთაისის №44 საჯარო სკოლა
93 500
14
სსიპ – ქ. თბილისის №199 საჯარო სკოლა
93 500
15
სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა
92 500

სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №441/ნ
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის თანდართული პროგრამა.
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის,მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის თანდართული პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 19 მაისის ბრძანება №137 /ნ-სსმ III, №56 , 20 .05 .2010წ; მუხ.874
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №273 /ნ-სსმ III, №103 , 24 .08 .2010წ; მუხ.1559
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399 /ნ-სსმ III, №160 , 07 .12 .2010წ; მუხ.2263
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №1 72, 31.12 .2010წ; მუხ.2 553
ა. კვიტაშვილი
დანართი
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“
მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა🔗
მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა
2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ (შემდგომში – პროგრამა) ქვეყანაში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ), მიუსაფარი, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 2008 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008–2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“, ხოლო 2009 წელს – 2009–2011 წლების ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია, განავითაროს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები და უზრუნველყოს ბავშვთა მიტოვების პრევენცია, რათა სრულად იქნეს დაცული ყველა ბავშვის უფლება – აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. ბავშვზე ზრუნვის სფეროს რეფორმის განხორციელების პროცესში საჭიროა აღნიშნული მიმართულებების გაფართოება, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა და მათი ალტერნატიული მომსახურებებით ჩანაცვლება (დღის ცენტრი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და სხვა).
მუხლი 2. პროგრამის მიზანი🔗
მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ, შშმ, მიუსაფარ, ასევე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის ხელშემწყობი ოჯახური გარემოს შექმნა და სოციალური დაცვა, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარება.
მუხლი 3. პროგრამის ამოცანები🔗
მუხლი 3. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობების ეტაპობრივად შემცირება, მათი ოჯახურ გარემოში დაბრუნების ან/და ალტერნატიული პროგრამების განხორციელების გზით.
მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები🔗
მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია;
ბ) (ამოღებულია) ;
ბ) ბავშვთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა;
გ) ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
დ) დღის ცენტრებისა მომსახურებების განვითარება/ხელშეწყობა;
ე) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ვ) ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღება;
ზ) ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
თ) ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია;
ი) პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საცხოვრებელი გარემოს, კვების, განათლების, დასვენება-გაჯანსაღების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
კ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა;
ლ) პროგრამის მონიტორინგი.
მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 239 600 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,903,850 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
№
პროგრამა
„ბავშვზე ზრუნვა”
პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“
ბიუჯეტი (ლარებში)
9,239,600
1
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
5,042,635
4,050,935
2
ბავშვთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
57,500
3
2
ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
584,075
554,300
4
3
დღის ცენტრების ქვეპროგრამა
451,000
402,735
5
4
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
258,120
6
5
ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა
41,270
7
ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
6
ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
87,600
8
7
ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა
108,000
9
8
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
2,423,000
1,211,490
10
9
ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
171,400
11
10
პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა
15,000
18,000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირები🔗
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ პირველ, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ქვეპროგრამებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-10 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.
4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-11 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“, ხოლო მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული სააგენტოს ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და უფლებამოსილებებს 2010 წლის 1 დეკემბრიდან გააგრძელებს სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’. შესაბამისად, სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით, მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული პირველი ქვეპროგრამით (არაფულადი პრევენციის), ასევე მე-3 და მე-4 ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის ბოლომდე.
მუხლი 8. სამიზნე ჯგუფი
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-9 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.
4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-10 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით: 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ დადებული ხელშეკრულებები გაგრძელდეს სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ. შესაბამისად, სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული პირველი ქვეპროგრამით (არაფულადი პრევენციის), ასევე, მე-2 და მე-3 ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების გაწევის მიმდინარე თვის ბოლომდე.
3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების ფარგლებში 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
მუხლი 8. სამიზნე ჯგუფი
მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, ძალადობის მსხვერპლი, შშმ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვები.
მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა🔗
მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 10. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. „პროგრამის განხორციელების ვადა, გარდა „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“, განისაზღვრება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 10. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ქვეპროგრამისათვის ინდივიდუალურია და მოცემულია შესაბამის მუხლებში.
მუხლი 11. პროგრამის შედეგები🔗
მუხლი 11. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ, ძალადობის მსხვერპლ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭირობების, რთული ქცევისა და შშმ ბავშვთა განვითარებას, რეაბილიტაციას, ცხოვრებისეული, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მუხლი 12. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 12. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად, კვლავ ბევრი ბავშვი ხვდება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი და განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებით მრავალგზის დადასტურდა, რომ ოჯახური მზრუნველობისაგან განსხვავებით, სააღმზრდელო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ, გონებრივ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, შედეგად ასეთ დაწესებულებებში აღზრდილ ბავშვებს, მომავალში, სოციალური წარმატების მინიმალური შანსი აქვთ. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ბავშვზე ზრუნვის არსებული სახელმწიფო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა. დღეისათვის, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა მომსახურების სფეროში პრიორიტეტს წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია. დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს პროცესს, როდესაც გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ფორმის ჩანაცვლება ხდება ალტერნატიული მომსახურებებით. აღნიშნული პროცესის პრიორიტეტულობა აღიარებულია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც და წარმოადგენს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის საფუძველს.
2. ქვეპროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა რაოდენობების მინიმუმამდე დაყვანა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, არაფულადი პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების საშუალებით, ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვების გრძელვადიანი ინსტიტუციური მზრუნველობის ჩანაცვლება ოჯახური მზრუნველობით, ან ოჯახური ტიპის ალტერნატიული მომსახურებით – მინდობით აღზრდა, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (რეინტეგრაცია) ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარების გაწევა:
ბ.ა) 0-დან 2 წლამდე ასაკის “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვების, რომელთა სარეიტინგო ქულა კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 57 000-ს, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვების „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის კვების ვაუჩერის გაცემა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე დარჩენილ თვეებზე (კვების ვაუჩერის ერთ ტალონზე თვიური ხარჯი შეადგენს 80 ლარს). კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასებისა და სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია ბავშვის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩაბარების რისკის არსებობა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროება;
ბ.ა) 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვების „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის კვების ვაუჩერის გაცემა (კვების ვაუჩერის ერთ ტალონზე თვიური ხარჯი შეადგენს 100 ლარს);
ბ.ბ) 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ლოგინის (მათ შორის, საწოლი, ლეიბი, საბანი, ბალიში და თეთრეულის კომპლექტი) ვაუჩერის გაცემა (ლოგინის ვაუჩერის ხარჯი შეადგენს 300 ლარს);
ბ.გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების/საქონლის მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2010 წლის 1 მარტამდე, პროდუქტების/საქონლის ჩამონათვალისა და სარეალიზაციო პუნქტების მითითებით. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ.დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის კვებისა და ლოგინის ვაუჩერების დაბეჭდვას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსება (მინდობით აღზრდა);
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესრულება. აღნიშნულისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას შტატგარეშე მომუშავეებთან;
დ1) საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საჭირო შესაბამისი ექსპერტიზის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეების რაოდენობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;
ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ რეგიონული სტრუქტურის წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვაუჩერების დაბეჭდვის უზრუნველყოფა ქვეპროგრამა „ჩვენი სახლის“ და „დღის ცენტრების“ ფარგლებში განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის, შესაბამის ვადებში და ოდენობით.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 5 042 635 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 4, 050,935 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
ქვეპროგრამ
ის
ხარჯები
| ქვეპროგრამა ხარჯები |
(ლარებში)
საქონელი და მომსახურება
1 701 235
1 776 235
სოციალური უზრუნველყოფა
3 259 000
2 192 300
არაფინანსური აქტივების ზრდა
82 400
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებული, ნაპოვნი, მიტოვებული, გასაშვილებელი, მინდობით აღზრდაში მყოფი პირი და შშმ ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება რეინტეგრაციის, პრევენციისა და მინდობით აღზრდის შემთხვევების რაოდენობრივი და ბენეფიციართა განვითარების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოში ან მასთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით.
მუხლი 13. ბავშვთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უკანასკნელ წლებში გახშირდა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. ძალადობის, ექსპლუატაციისა და უგულებელყოფისაგან ბავშვთა დაცვის პასუხისმგებლობა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19, 32-ე, 34-ე და 36-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება. საქართველოს კანონმდებლობაში უკვე გათვალისწინებულია ბავშვთა დაცვის გარკვეული ასპექტები, რომლის თანახმად, ყველა მოქალაქე ვალდებულია ბავშვზე ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. თუმცა დღეისათვის არ არსებობს კონკრეტული და კოორდინირებული მიმართვის პროცედურები ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაცვის უზრუნველყოფისათვის.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა დაცვის ისეთი რეფერალური მექანიზმის შექმნა, რომელიც მოქნილი და ეფექტური გზებით შეძლებს ძალადობის მსხვერპლ ან/და რისკის წინაშე მყოფ ბავშვებზე სწრაფ რეაგირებას და მათ უზრუნველყოფას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ადგილობრივი ადამიანური რესურსების განვითარების გზით, ძალადობის მსხვერპლი ან/და რისკის წინაშე მყოფი ბავშვების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამუშაო აღწერილობების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას შტატგარეშე მომუშავეებთან;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეების რაოდენობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრას;
გ) ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ან/და მსხვერპლი ბავშვების არსებობის შემთხვევებში, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას/ანალიზს და ამ შემთხვევებზე რეაგირების მიზნით თანამშრომლობას ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საბავშვო ბაღებთან, დღის ცენტრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან;
დ) ბავშვის/ოჯახის კონსულტაციას და დაკავშირებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, აგრეთვე ფსიქოლოგთან;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაწევას.
5. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 0-დან 18 წლამდე ძალადობის მსხვერპლი ან/და რისკის წინაშე მყოფი ბავშვები შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. თელავი და ქ. რუსთავი.
6. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ძალადობის მსხვერპლი ან/და რისკის წინაშე მყოფი ბავშვების დროული, სწორი და ეფექტური იდენტიფიცირებისა და სათანადო რეფერირების მაჩვენებლების მიხედვით.
7. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შეიქმნება ადგილობრივი ექსპერტების/სპეციალისტების გუნდი, რომელიც შეძლებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. ადგილობრივ დონეზე ამუშავდება ბავშვთა დაცვის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყებების ურთიერთთანამშრომლობის მყარი მექანიზმი.
მუხლი 14. ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №399/ნ-სსმ III, №160, 07.12.2010წ; მუხ.2263
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437/ნ-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ.2553
მუხლი 13. (ამოღებულია)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 14. ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი“
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ განხორციელებული კვლევებით სააღმზრდელო დაწესებულებში ბავშვთა აღზრდა არ წარმოადგენს მათი სრულყოფილი განვითარებისთვის უპირატეს გარემოს და ორიენტირებული არ არის აღსაზრდელთა ინდივიდუალობაზე. ამ კატეგორიის ბავშვთა მოვლისა და აღზრდისათვის ერთ-ერთ უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს მათზე მზრუნველობის განხორციელება ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში, კერძოდ, მცირე საოჯახო ტიპის სახლში. აღნიშნული ტიპის მომსახურების განვითარება წარმოადგენს ამ ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების რეალიზების ხელშეწყობას და ალტერნატიული მზრუნველობის მოდელის დანერგვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული ის ბავშვები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) განთავსება მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება.
3. ქვეპროგრამის ამოცანას წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდა, სადაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით, ასევე თვითმოვლის, ცხოვრებისეული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, ასევე, იმ აუცილებელი, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, გაზრდის მათ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც მომავალში განაპირობებს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ყოველდღიურ 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
ბ) დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების პირველად სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
გ) ბენეფიციარების პირველად სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ამბულატორიული და,საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
დ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
ე) თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ბენეფიციარის განვითარებისკენ მიმართულ კონკრეტულ შედეგს, ამის შესაბამისად განსახორციელებელ აქტივობებს, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს და შედეგის მიღწევის პერიოდს. გეგმა გადაისინჯება პერიოდულად;
ვ) ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ზ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
თ) ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
ი) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას როგორც მომსახურების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს, სადაც ბავშვები მოახდენენ ნასწავლი უნარების პრაქტიკულ გამოყენებასა და განმტკიცებას.
5. მცირე საოჯახო ტიპის სახლი გათვლილია მაქსიმუმ 9 ბენეფიციარზე, მათ შორის, ერთი ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის (კვარტალში არა უმეტეს 10 დღისა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება). მცირე საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვას განახორციელებენ აღმზრდელები. აღმზრდელები ბენეფიციარებზე ზრუნვას განახორციელებენ 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას დამხმარე აღმზრდელები.
6. მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.
7. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 596 275 ლარი;
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 584,075 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 12,5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.
8. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 142 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
8. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 134 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 38 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
დ) ქ. ბათუმში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ე) ქ. თელავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
ვ) ქ. მცხეთაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ზ) ქ. ოზურგეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
თ) ქ. ახმეტაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ეწერში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
კ) ქ. ზუგდიდში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ლ) დუშეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.
კ) ქ. ზუგდიდში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.
9. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
10. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდით, სადაც უპირატესი გარემოებებია შექმნილი სრულფასოვანი განვითარებისათვის.
მუხლი 15. დღის ცენტრების ქვეპროგრამა🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 15. დღის ცენტრების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები ხშირად იღებენ შვილების ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების გადაწყვეტილებას. ინსტიტუციურ დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კონკრეტულ თემებში, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ტიპის მომსახურების, კერძოდ, დღის ცენტრების მომსახურების განვითარებით შესაძლებელია აღნიშნული კატეგორიის ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა იმ ბავშვების დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებზეც დღის განმავლობაში (სკოლის შემდგომ პერიოდში) ოჯახები ვერ ახერხებენ ზრუნვას.
4. ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ყოველდღიურ მომსახურებას (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციართათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამების შემუშავებას, თითოეულის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით;
გ) ბენეფიციართა აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას, მათი სასიცოცხლო, აკადემიური და ფუნქციური უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში მათ დამოუკიდებელ და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას;
დ) თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების, ჯანსაღი და სწორი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას;
ე) აღსაზრდელთა აკადემიურ მხარდაჭერას, კერძოდ, ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის და მათში საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საგანმანათლებლო წრეების ფუნქციონირებას;
ვ) მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების გზით, მათთვის მშობლობის მოტივაციისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
5. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს. ერთ დღის ცენტრში (ობიექტის ერთ მისამართზე) მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 10-ისა და არა უმეტეს 50-ისა.
6. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 451,000 ლარი;
ბ) ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 5 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) რაოდენობაზე.
7. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-დან 18 წლამდე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვები, აგრეთვე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 410 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიაციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 130 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
დ) ქ. გორში – არა უმეტეს 80 ბენეფიციარისა;
ე) ჭიათურაში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა;
ვ) თიანეთში – არა უმეტეს 50 ბენეფიციარისა.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რაოდენობრივი და მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება დღის განმავლობაში ბენეფიციარების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა ოჯახის შემცვლელ გარემოში, რითაც ხელი შეეწყობა მათ ოჯახში აღზრდასა და ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.
მუხლი 16. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 16. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არსებობენ სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი – ე.წ. „ქუჩის ბავშვები“ (შემდგომში – მიუსაფარი ბავშვები). ამ კატეგორიის ბავშვებს ხანგრძლივად უწევთ ცხოვრება „ღია ცის ქვეშ“, სადაც არ არის დაცული მათი საბაზისო მოთხოვნილებები, მათ უყალიბდებათ რთული ცხოვრებისეული გამოცდილება (მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებთან გამკლავება, საზოგადოებრივი ქცევის ნორმების მიუღებლობა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა და სხვა), რაც სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ზრუნვასა და დახმარებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით ან დღის მომსახურებით უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა 18 წლამდე ასაკის მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვა და მათი უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით, კვებით, განათლებით, პროფესიული ორიენტაცია/ტრენინგით, სპორტული აქტივობებით, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით, აგრეთვე ამბულატორიული და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთხვევაში ბენეფიციარების სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ 3-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) დღის მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარების 2-ჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
დ) ბავშვის პირველადი სამედიცინო საჭიროებების დადგენას;
ე) ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას (თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება) და მის სტაბილიზაციაზე ზრუნვას;
ვ) ერთი მხრივ, ბავშვის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, მის პრობლემებზე ფოკუსირებული ინდივიდუალური აქტივობების, მეორე მხრივ, კი ჯგუფური აქტივობების განხორციელებას:
ვ.ა) ინდივიდუალური საგანმანათლებლო და პროფესიული სატრენინგო პროგრამების განხორციელებას და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
ვ.ბ) დღის განრიგის შემუშავებას – პროგრამული აქტივობები, სადაც გათვალისწინებულია აღსაზრდელთა ინდივიდუალობა (ასაკი, სქესი, განვითარების დონე). განრიგი უნდა ასახავდეს კვების, ყოველდღიური პროგრამების (თუ შესაძლებელია სკოლაში დასწრება ან პროფესიული ტრენინგი), საღამოს აქტივობებს, შინა სამუშაოებს და თავისუფალი დროის ორგანიზებას;
ვ.გ) რეკრეაციულ/სპორტულ პროგრამებს;
ვ.დ) ცხოვრებისეული და სოციალური უნარ-ჩვევების პროგრამებს;
ვ.ე) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებას (საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის, საძინებელი სივრცის მოვლა, საერთო მოხმარების ოთახების სისუფთავის დაცვა და სხვა).
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 258,120 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 13 ლარს თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთ ხვევაში და 5 ლარს დღის მომსახურების შემთხვევაში.
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 13 ლარს თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთ
ხვევაში და 5 ლარს დღის მომსახურების შემთხვევაში.
6. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის დღეში ერთდროულად არა უმეტეს 70 (50 ბავშვი თავშესაფრის მომსახურების მიმღები და 20 ბავშვი დღის მომსახურების მიმღები) მიუსაფარი ბავშვი. ამასთან, თავშესაფარში 6 ადგილი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისათვის, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რეაბილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და მომსახურებით, სადაც ბავშვების საჭიროებების შესაბამისად, მოხდება სარეაბილიტაციო აქტივობების წარმართვა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 17. ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა🔗
მუხლი 17. ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ბავშვის დასვენება, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხელოვნებასთან ზიარება, ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მათი ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რაც აღიარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის 31-ე მუხლით. ამასთან, ამ უფლების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელების, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის და მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიმღები ოჯახების ბავშვების დასვენება-გაჯანსაღება და საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბენეფიციარების საქართველოს კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა დასვენებასა და მოვლას საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 12 დღის მანძილზე;
ბ) ბენეფიციართა მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ტრანსპორტირებას და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;
დ) ადგილზე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
ე) მოზარდთა შორის ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობას ბუნების წიაღსა და ისტორიულ ადგილებში;
ვ) სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
ზ) ჯგუფში შრომის განაწილების უნარების გამომუშავებას;
თ) ბავშვების მიერ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვას, საჭიროებების განსაზღვრას, რესურსების მობილიზებასა და განხორციელებას;
ი) პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
კ) შემეცნებით-გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებას;
ლ) ბენეფიციარების დაყოფას ჯგუფებად (ჯგუფში არა უმეტეს 20 ბენეფიციარისა), რომელსაც ზედამხედველობს 2 მზრუნველი.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 41,270 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების მიმღები ოჯახების 9-დან 18 წლამდე ასაკის არანაკლებ 172 ბავშვისა. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების მიმღები ოჯახების 9-დან 18 წლამდე ასაკის არანაკლებ 172 ბავშვისა. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
7. ქვეპროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2010 წლის 1 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდით.
8. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება განხორციელებული ღონსძიებების მრავალფეროვნების და ბენეფიციართა კმაყოფილების მაჩვენებლების მიხედვით.
9. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბენეფიციართა დასვენება-გაჯანსაღება, მათი შემეცნებითი განვითარება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 18. ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 18. ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან დამოუკიდებელი გადაადგილების შესაძლებლობას, ვერ ახერხებენ მკურნალობასა და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. ამ კატეგორიის ბავშვების შეუფერხებელი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია მათი კომპლექსური მზრუნველობით უზრუნველყოფა (მკურნალობა, რეაბილიტაცია და ზრუნვა).
2. ქვეპროგრამის მიზანია ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვების კონსერვატიული მკურნალობა და ფუნქციური უნარების განვითარების გზით სოციალური ინტეგრაციის/რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა მკურნალობა, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია და ამის პარალელურად სოციალური ადაპტაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) პირადი ჰიგიენით უზრუნველყოფას;
გ) მკურნალობით და რეაბილიტაციით უზრუნველყოფას;
დ) პირველადი და ამბულატორიული დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, სტაციონალური სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ე) შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით უზრუნველყოფას;
ვ) შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ბავშვის უფლებების სწავლება, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 87,600 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 24 ლარს.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის თვეში, არა უმეტეს 10 ბავშვი, რომლებსაც აქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის შემდეგი პათოლოგიები:
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის თვეში,არა უმეტეს 10 ბავშვი, რომლებსაც აქვთ ძვალ-სახსროვანი სისტემის შემდეგი პათოლოგიები:
ა) მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
ბ) სპინა ბიფიდა;
გ) პერტესის დაავადება;
დ) კოკსართროზი;
ე) ოსტეოქონდროპათიები;
ვ) რევმატიული კოქსიტი;
ზ) დისპლაზიური კოქსიტი;
თ) ამოვარდნილობები.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა რებილიტაციისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მზრუნველობითა და სარეაბილიტაციო მომსახურებით.
მუხლი 19. ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 19. ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური დარღვევები ადრეული ბავშვობის ასაკში თითქმის შეუმჩნეველია და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა სასკოლო ასაკში მთელი სიმძაფრით ვლინდება მეტყველების, წერის, კითხვის, მათემატიკური ანგარიშის, ქცევის, კომუნიკაციისა და სხვა დარღვევების სახით. ამ ეტაპზე მენტალური პრობლემების აღმოჩენისას კი უკვე საჭირო ხდება ხანგრძლივი, ინტენსიური და ძვირადღირებული ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის ეფექტური გამოსავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება. ადრეული ბავშვობის ასაკში გონებრივი განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჩამორჩენის დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს ადაპტაციური, კომუნიკაციური და აკადემიური უნარების დეფექტურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკას და სწორ ნეიროფსიქოლოგიურ კორექციას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ინვალიდობის პრევენციისათვის.
2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და პრევენცია.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა იდენტიფიკაცია/სკრინინგი, თვეში არანაკლებ 80-ისა;
ბ) ბენეფიციართა დიაგნოსტიკა, თვეში არანაკლებ 40-ისა;
გ) ბენეფიციართა რეგისტრაცია, ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) ნევროლოგის კონსულტაცია, ძილის დარღვევების კვლევა კითხვარების საშუალებით, თვეში არანაკლებ 50-ისა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ეპილეფტოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოება, თვეში არანაკლებ 15-ისა;
ე) საჭიროების შემთხვევაში,ეპილეფტოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოება, თვეში არანაკლებ 15-ისა;
ვ) დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება;
ზ) განვითარების ინდივიდუალური გეგმების სათანადოდ განსახორციელებლად მშობლების განათლება და კონსულტაცია;
თ) ინდივიდუალური გეგმების შედეგის შესაფასებლად ოჯახებთან კომუნიკაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექცია.
თ) ინდივიდუალური გეგმების შედეგის შესაფასებლად ოჯახებთან კომუნიკაცია და,საჭიროების შემთხვევაში,გეგმის კორექცია.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 108,000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ტესტირებულ და დიაგნოსტირებულ ბავშვთა რაოდენობისა და მშობელთა კმაყოფილების დონის მაჩვენებლის მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენცია.
მუხლი 20. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 20. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესისა, კვლავ აქტუალური რჩება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების საკითხი, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც აკადემიური განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლები.
2. ქვეპროგრამის მიზანია აღზრდითა და განათლებით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებსაც საშუალება ექნებათ შეიძინონ და განივითარონ ფუნქციური, აკადემიური და პროფესიული უნარები.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებებისა და რთული ქცევის ბავშვების აღზრდა-განვითარებისა და აკადემიური განათლების უზრუნველყოფა ისეთ გარემოში, სადაც დაკმაყოფილებულია მათი საბაზისო მოთხოვნილებები, უზრუნველყოფილია ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება და პროფესიული ინტერესების განვითარება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბენეფიციართა სააღმზრდელო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, აღნიშნული არ ვრცელდება სსიპ – ქ. თბილისის 198-ე სკოლაზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ დღის მომსახურებას, მინიმუმ ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციარების პირველადი საჭიროების მედიკამენტებით და დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
გ) ბენეფიციართა უზრუნველყოფა ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით;
დ) ბენეფიციართათვის შეთავაზებული ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ე) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი აკადემიური მხარდაჭერა;
ვ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
ზ) ბენეფიციართა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც დაწესებულებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
5. ქვეპროგრამის დაფინანსება:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 2,423,000 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/12-ისა:
ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინე-ბულია 1,211,490 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/6-ისა:
№
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების დასახელება
ხარჯები (ლარებში)
1
სსიპ – ქ. თბილისის № 200 სკოლა
სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა
350 000
175 000
2
სსიპ – ქუთაისი, სოფ. გუმათის № 2 სკოლა
სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა
88 000
44 000
3
სსიპ – ახალციხის სკოლა
სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა
83 000
41 500
4
სსიპ – ზემო ბოდბის სკოლა
სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბის №2 საჯარო სკოლა
136 000
68 000
5
სსიპ – ჩოხატაურის, სოფ. კოხნარის № 2 სკოლა
სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა
83 000
41 500
6
სსიპ – ჭიათურის № 12 სკოლა
სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
107 000
53 490
7
სსიპ – ქ. თბილისის № 202 უსინათლო ბავშვთა სკოლა
სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა
122 000
61 000
8
სსიპ – ქ. თბილისის № 203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა
სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა
292 000
146 000
9
სსიპ – ქ. ქუთაისის № 45 ყრუ ბავშვთა სკოლა
სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა
127 000
63 500
10
სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა
სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა
204 000
102 000
11
სსიპ – კაჭრეთის № 2 სკოლა
სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა
149 000
74 500
12
სსიპ – სამტრედიის № 15 სკოლა
სსიპ – სამტრედიის №15 საჯარო სკოლა
123 000
61 500
13
სსიპ – ქუთაისის № 44 სკოლა
სსიპ – ქუთაისის №44 საჯარო სკოლა
187 000
93 500
14
სსიპ – ქ. თბილისის № 199 სკოლა
სსიპ – ქ. თბილისის №199 საჯარო სკოლა
187 000
93 500
15
სსიპ – ქ. თბილისის № 198 სკოლა
სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა
185 000
92 500
ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სკოლის დირექციისა და მასწავლებლების შრომის ანაზღაურება.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მცხოვრები განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, რთული ქცევის მქონე, ასევე მათემატიკური ნიჭით გამორჩეული და ოპტიმიზირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებიდან გადმოყვანილი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა განვითარებისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილნი იქნებიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება მათ განვითარებაზე ზრუნვა.
მუხლი 21. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 19 მაისის ბრძანება № 137 /ნ-სსმ III, № 56 , 20 .0 5 .2010წ; მუხ. 874
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
მუხლი 21. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთათვის განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ალტერნატიული მომსახურებებისა, კვლავაც არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში უხდებათ ცხოვრება. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს ასეთი ბავშვების აღზრდა უსაფრთხო, დაცულ გარემოში – სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც დაკმაყოფილებულია მათი ყველა პირველადი მოთხოვნილება.
2. ქვეპროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების საყოფაცხოვრებო და განვითარებისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვები უზრუნველყოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების სადღეღამისო მომსახურებით, რომელთა განთავსება მოცემული ეტაპისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ რომელიმე ალტერნატიულ მომსახურებაში ვერ მოხერხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვის ყოფნა წარმოადგენს შუალედურ პერიოდს და შესაბამისი წინაპირობების შექმნისთანავე იგი დაუბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს ან განთავსდება ალტერნატიული ზრუნვის რომელიმე ფორმაში.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას:
ბ) დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების პირველადი საჭიროების მედიკამენტებითა და დახმარებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში კი, ამბულატორიული და სტაციონალურ სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
დ) ბენეფიციარების უზრუნველყოფას ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
ე) ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამების შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (საკუთარი თავის მოვლა, თამაში, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვა), რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ვ) ბენეფიციართათვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისი სახელობო აქტივობების შეთავაზებით;
ზ) ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
თ) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს, სადაც ბავშვები ახდენენ ნასწავლი უნარების პრაქტიკულ გამოყენებასა და განმტკიცებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 171,400 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვთა (მათ შორის, ნაპოვნ ბავშვთა) ზღვრული რაოდენობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
7. ქვეპროგრამის შეფასება მოხდება ბენეფიციართა განვითარებისკენ მიმართული მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები უზუნველყოფილნი იქნებინ მოვლითა და ზრუნვით, აკადემიური განათლებით და ხელი შეეწყობა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
მუხლი 22. პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა🔗
მუხლი 22. პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების ანალიზისა და არსებული საჭიროებების დიაგნოსტირების აუცილებლობით, რომლის საფუძველზეც მოხდება დაგეგმვის პროცესის ორგანიზება.
2. ქვეპროგრამის მიზანია პროგრამის ეფექტურობის შეფასებისა და სწორი დაგეგმვის ორგანიზებით, არსებული რესურსების ფარგლებში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და შშმ ბავშვთა საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პროგრამის შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) პროგრამის განმახორციელებელი პირების მიერ მოწოდებული ანგარიშების ანალიზს და განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეფასებას;
ბ) ანალიზის შედეგების დაინტერესებული მხარეებისათვის პრეზენტაციისა და განხილვის მიზნით, სადისკუსიო კონფერენციის ორგანიზებას;
გ) ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 18 000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროგრამა ბავშვზე ზრუნვის ქვეპროგრამების, მომსახურების მიმწოდებლები და ბენეფიციარები.
7. ქვეპროგრამის შეფასების კრიტერიუმია ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ვალიდურობა.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება და გაიზრდება პროგრამის ეფექტურობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება № 273 /ნ-სსმ III, № 103 , 24 .0 8 .2010წ; მუხ. 1559
1. ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის შეფასების აუცილებლობით. ბავშვზე ზრუნვის სფეროში ანალიზისა და დაგეგმვის პროცესის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია არსებული საჭიროებების გამოვლენა და პროგრამით განსაზღვრული შედეგების შეფასების სისტემის მოდერნიზება, რისთვისაც აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს ეფექტური მონიტორინგის განხორციელება.
2. ქვეპროგრამის მიზანია პროგრამის ეფექტურობის ამაღლება და არსებული რესურსებით მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, შშმ, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვების საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
3. ქვეპროგრამის ამოცანაა პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
4. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) თითოეული ქვეპროგრამის შესრულების მონიტორინგს:
ა.ა) ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების, ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ პროგრამული მიზნების მიღწევისა და ღონისძიებების ადეკვატური განხორციელების შეფასების მიზნით მომსახურების მიწოდების ადგილზე პერიოდულად მივლინებებს;
ა.ბ) სპეციალური კითხვარების მეშვეობით ბენეფიციართა, მშობელთა, აღმზრდელთა, დაწესებულებების ადმინისტრაციების ან/და მომსახურების მიმწოდებელთა გამოკითხვას;
ბ) მონიტორინგის შედეგების შეფასებას:
მონიტორინგის შედეგების დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობის/პრეზენტაციების, განხილვების და კონფერენციის ორგანიზებას;
გ) პროგრამის ეფექტურობის ამაღლების მიზნით,რეკომენდაციების შემუშავებას.
5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 15,000 ლარი.
6. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ქვეპროგრამების, მომსახურების მიმწოდებლები და ბენეფიციარები.
7. ქვეპროგრამის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.
8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გაზრდის პროგრამის ეფექტურობას.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №441/ნ, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.024 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88480-4/