“იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2010 ძალადაკარგული 10.02.2011
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.014.104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 25/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.014.104

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების

მინისტრის ბრძანება №02

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანება №104 - სსმ III, №130, 11,10,2010წ., მუხ.1889

1. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს არა უმეტეს 5 ლარის ოდენობით, საიდანაც:

ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობთ;

ბ) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) მოხმარებული წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისათვის – 2.40 ლარისა (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 1.90 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.50 ლარი);

ბ.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0.45 ლარისა;

ბ.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0.15 ლარისა.

3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ორგანიზებულად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრირებისათვის);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ;

დ​1) ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

დ​2) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

ე) ორგანიზებულად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის);

ვ) ხელშეკრულების ხელმ ო წერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 27 აპრილის ბრძანება №36 - სსმ III, №51, 03.05.2010წ., მუხ.756

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანება №104 - სსმ III, №130, 11,10,2010წ., მუხ.1889

4. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შე-სახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.

6. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვ-ნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის №03 ბრძანება.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კ. სუბელიანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 27 აპრილის ბრძანება №36 - სსმ III, №51, 03.05.2010წ., მუხ.756

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანება №104 - სსმ III, №130, 11,10,2010წ., მუხ.1889

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”, №2, 20.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.014.104 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88948-2/