1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია 1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისისაკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას. 2. განცხადება არბიტრაჟისიმის კომპეტენციისშესახებ, შესახებრომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება. 3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებებისგარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში. 4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტითპუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს. 5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს,საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებსნებისმიერ შეუძლიათმხარეს ესაქვს გადაწყვეტილებაუფლება, გამოტანიდანარბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაშიგანმავლობაში გაასაჩივრონგაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილებაგანჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამაღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს არბიტრაჟს, საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა და მის მიერ მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მხარემ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.
- საქმე №ას-1489-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2023
…გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს. "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეხუთე ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35616 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
- საქმე №ას-1489-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2023
…გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს. "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეხუთე ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35616 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
- საქმე №ას-923-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
სასამართლოს მითითებით, მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით (1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით.
- საქმე №ას-166-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2023
ამასთან, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი, სსსკ-ის 35613.1“ბ“, 35616 მუხლები დეტალურად განსაზღვრავს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება