1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
2. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში 1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამმხარის საკითხზეგანცხადების საარბიტრაჟოსაფუძველზე, განხილვისრომელიც დაწყებისშესაგებლის შესახებწარდგენის შეტყობინებისვადის მიღებისთანავეგასვლამდე უარიუნდა თქვასგაკეთდეს, სარჩელისშეწყვიტოს მიღებაზეწარმოება ანდა შეწყვიტოსმიუთითოს წარმოება,მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუროდესაც აღმოაჩენს,სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. 2. საარბიტრაჟო(ამოღებულია წარმოების- მხარე18.03.2015, ამ№3218). მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. თავი III. არბიტრაჟის შემადგენლობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე.
- საქმე №ას-186-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2022
მსგავს დანაწესს შეიცავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიც, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების…
- საქმე №ას-592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
…შეუსრულებლობის ვადა. 5.10 პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, სადაც მხარე სადავოდ ხდის საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის საკითხის სისწორეს და საარბიტრაჟო შეთანხმებაზე მიუთითებს. 5.11 პალატამ მიუთითა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე,…
- საქმე №080210017002010803 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.06.2019
…შემთხვევაში შეადგენს 709.85 ლარს, ეს არის სწორედ ის თანხა, რასაც მოსარჩელე მხარე მიიღებდა მოპასუხე კ--- მ-----–--ის მიერ ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; მტკიცებულება: - გადახდის გრაფიკი; 3.2.10.,,არბიტრაჟის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება