1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.
2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო წარმოების იმ წესებს, რომლებზედაც მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითებენ. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების წესებზე.
21. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.
საქართველოს 2010 წლის 15
დეკემბრის
კანონი №4046
- სსმ I, №
6,.
.2010წ., მუხ.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო; ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო წარმოების იმ წესებს, რომლებზედაც მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითებენ. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების წესებზე. 21. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218). 3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4046 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-578-578-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
ხსენებული კანონის მე-2 და 42-ე მუხლების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი…
- საქმე №ას-804-858-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, განმარტა, რომ «არბიტრაჟის შესახებ» 2009 წლის 19 ივნისის კანონით საქართველოში საარბიტრაჟო წარმოების წესები ახლებურად მოწესრიგდა. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტით და 42-ე მუხლით განისაზღვრა სააპელაციო სასამართლოების ქვემდებარე საქმეები, მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების მოთხოვნით აღძრული დავა.
- საქმე №ას-416-389-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2010
განმცხადებელმა მიუთითა “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს სააპელაციო სასამართლო.
- საქმე №ას-51-50-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2010
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები.
- საქმე №ას-140-133-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება