1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.
5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით, ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.
9. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
საქართველოს 2010 წლის 15
დეკემბრის
კანონი №
6 - სსმ I, №
6,.
.2010წ., მუხ.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა 1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. 2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. 3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. 4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა. 5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის. 6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას. 7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად. 8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით, ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები. 9. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218). საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი № 404 6 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-161(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მხარეების ზოგადი შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ განხილვასთან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებად. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხვედით, დგინდება,…
- საქმე №ა-5984-შ-136-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებისათვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანდოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საქმე №ას-1023-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2025
ასევე მიუთითა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-3 პუნქტებზე, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან,…
- საქმე №ა-6770-შ-162-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2024
გარდა ზემოაღნიშნულისა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
…დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით: 10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეწყვიტა წარმოება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადასცემოდა. 11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად…
- საქმე №ას-185-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
- საქმე №ა-2865-შ-80-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №ა-3421-შ-93-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2019
- საქმე №ას-148-140-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2018
- საქმე №ა-887-შ-21-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.08.2016
- საქმე №ას-143-134-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
- საქმე №ას-332-316-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2013
- საქმე №ას-1022-957-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2013
- საქმე №ას-343-328-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2012
- საქმე №ას-1528-1534-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
- საქმე №ას-1192-1052-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2011
- საქმე №ას-416-389-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2010
- საქმე №020297718700057537 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება