1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს:
ა) პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
ბ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2276
–
ვებგვერდი, 24.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2276
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს. 2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოსგანიხილოს: ა) პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.შორის; ბ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ა-3151-შ-83-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2017
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
- საქმე №ას-538-511-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2013
…კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება