1. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი ვალდებულია მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ა-3947-შ-93-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2021
…მოწინააღმდეგე მხარის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაირღვა; 9.4. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა დიდი ოდენობის საჯარიმო სანქციები, რომელთა მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობაა; 9.5. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება