1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი წყვეტს განხილვას. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.
2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. მხარეთა მორიგება 1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტსწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი,არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებსდაამტკიცოს მხარეთა მორიგებასმორიგება შეთანხმებული პირობებით. 2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება