1. ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების შესაბამისად.
2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.
3. მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
4. სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს
2015
წლის
მარტის
კანონი
№3360 –
ვებგვერდი
, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
- 11.11.2011 კანონი №5265
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება 1. ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების შესაბამისად. 2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს. 3. მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან. 4. სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება. საქართველოს 2015 წლის მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ას-1513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
მხარე განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ განცხადებას მხარს უჭერს, ითხოვს სასამართლომ განცხადება განიხილოს როგორც შესაგებელი, თუმცა იგი განცხადებებში საჩივრის ავტორად არის მითითებული და იქვე მოითხოვს სასამართლომ გააუქმოს უკანონოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება კი შესაძლებელია მხოლოდ საჩივრის წარდგენის გზით ( „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი)), შესაბამისად, სასამართლოსთვის ბუნდოვანია აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საჩივარს, რომლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, თუ შესაგებელს.
- საქმე №ას-604-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2023
…რომ თუ არ არსებობს სარჩელი (მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა), ვერ იარსებებს ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 1991 მუხლი). 7.2. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) 42-ე მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტების შესაბამისად, განმცხადებელს აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების…
- საქმე №ას-1178-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2022
…სააღსრულებო ბიუროს უარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რაც მხარეს (კრედიტორს) სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟს ექვემდებარება. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება გააუქმოს სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-1178-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2022
…სააღსრულებო ბიუროს უარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რაც მხარეს (კრედიტორს) სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟს ექვემდებარება. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება გააუქმოს სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-1514-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2011 წლისათვის მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლზე /საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება/ და 42-ე მუხლზე /საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება/, როგორც იმ საპროცესოსამართლებრივ საშუალებაზე, რაც კრედიტორს (კასატორს) აძლევდა პროცესუალურ შესაძლებლობას, შესაბამისი წინაპირობების განხორციელების გზით, დაეცვა საკუთარი ინტერესები.
- საქმე №ას-722-722-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-578-578-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-271-255-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2015
- საქმე №ას-513-487-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2013
- საქმე №ას-400-379-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2012
- საქმე №ას-1009-1040-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2011
- საქმე №ას-804-858-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-313-297-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2011
- საქმე №ას-380-360-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2011
- საქმე №ას-38-33-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2011
- საქმე №ას-215-201-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2011
- საქმე №ას-269-253-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
- საქმე №ას-1376-1213-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2011
- საქმე №ას-1204-1055-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2010
- საქმე №ას-984-925-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2010
- საქმე №ას-836-785-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2010
- საქმე №ას-51-50-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2010
- საქმე №ას-140-133-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
- საქმე №020297718700055764 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №020297718700057537 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.06.2018
- საქმე №330310017002224966 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება