1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი წერილობით უნდა იქნეს გამოტანილი. მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე შეთანხმდნენ ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად არის გამოტანილი.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით. 2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაგადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილწერილობით უნდა იქნეს წერილობითიგამოტანილი. ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი. 3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილსნაწილს, იმრომელშიც მოტივებზემითითებული მითითებით,უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟომხარეები შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას,არარსებობაზე შეთანხმდნენ ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.შესაბამისად არის გამოტანილი. 4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს. 5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
…განხილვა არბიტრაჟში სრულიად უკანონოა, ვინაიდან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საარბიტაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მაქსიმუმ 360 დღის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე კი, საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 25 აპრილს, საიდანაც გასულია 4 წელზე მეტი, რაც პირდაპირ ადასტურებს საარბიტრაჟო განხილვის უკანონობას/შეუძლებლობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება