2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2009).
წინა რედაქცია (18.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი 1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით. თავი X. დასკვნითი დებულებებიწესი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
საქმე №ას-1490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი დღეისათვის გაუქმებულია, ხოლო, მოქმედი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე (ამ კანონის ამოქმედებამდე…
…საქართველოს კანონი, ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ამოქმედდა 2010 წლის პირველი იანვრიდან. ხსენებული კანონის მე-2 და 42-ე მუხლების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ, დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები…
სასამართლომ მიუთითა, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება…
ხ-იას სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და მხარეს უარი ეთქვა მის მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35624 მუხლებით, “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით, 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“, მუხლი 46, №1280, 19.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 180.000.000.05.001.000.521 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89284/muxli-46/