,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.11.2006 ძალადაკარგული 20.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.10.003.000.588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 09/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ 2006 წელს, სტიპენდია მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.

5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, გრანტი მიეცეთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სტიპენდია გაიცეს დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 22 ნოემბრ ის დადგენი ლება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““, №204, 08.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.000.588 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8992-1/