,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №204
2006 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ
ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური პრემია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა ყოველთვიური პრემიებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა წოდება მიენიჭათ 2006 წელს, ყოველთვიური პრემიები მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.
4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.
5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური პრემია მიეცეთ მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.
6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №204
2006 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ
ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ 2006 წელს, სტიპენდია მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური პრემია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა ყოველთვიური პრემიებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა წოდება მიენიჭათ 2006 წელს, ყოველთვიური პრემიები მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.
4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.
5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, გრანტი მიეცეთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სტიპენდია გაიცეს დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური პრემია მიეცეთ მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.
6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №218 - სსმ III, №157, 22.11.2006 წ., მუხ.2165
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““?
- „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““ მიღებულია 08.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №204. სარეგისტრაციო კოდი — 010.330.000.10.003.000.588.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2011.
- სად არის „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““, №204, 08.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.000.588 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8992/