1. საექსპერტო კვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.
2. საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის.
3. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუხარჯავი ნაწილი შეფუთული და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უბრუნდება მხარეს, რომელთანაც ის ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-517აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2022
…დასკვნების სისწორე, შინაარსი და მიუთითეს, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტურობასა და რელევანტურობაში ეჭვი არ ეპარება. საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საკვლევი ობიექტების ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიგონზე საბრძოლო გამოცდა ჩაუტარდა ერთ ერთეულ ელექტროდეტონატორს (რომელიც საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე იყო ვარგისი დანიშნულებით გამოსაყენებლად);
- საქმე №2კ-129აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამოღებული 2 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარა თავისი ფალიით ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის, ხოლო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება