1. საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას. წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს ხელმოწერით.
2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას.
4. ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №19აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2021
…ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, ასევე იმავე კოდექსის 146-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნის აუცილებელი და სავალდებული რეკვიზიტები, კერძოდ: საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას.
- საქმე №2კ-141აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2017
…წარმოადგინეს გაუხსნელი, დალუქული სახით, აღმოჩნდა თეთრი ქაღალდი წარწერით „დ. კ-ს სისხლის ნიმუში“ და ასევე -შპრიცისათვის განკუთვნილი პოლიეთილენის მცირე ზომის გახსნილი პარკი, ხოლო თავად შპრიცი მითითებულ ფაილში არ აღმოჩნდა. საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ექსპერტის დასკვნას თან უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას“.
- საქმე №330100117001780982 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2019
ექსპერტიზის დასკვნა ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანხმადაც, ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას.
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
§ სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან დასკვნის გაცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, დასკვნაში არ არის მითითებული კვლევისას რა მეთოდი გამოიყენა ექსპერტმა.
- საქმე №010100116001646673 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2019
რაც შეეხება ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის მიერ გაცემულ დასკვნას, ექსპერტი გაფრ-თხილებული არაა განზრახ არასწორი დასკვნის გაცემისათვის სისხლისსამართლებ-რივი პასუხისმგებლობის შესახებ, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 146-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტ ნ-----–--–---–ის ჩვენების ის დეტალი, სადაც ის აცხადებს, რომ ის ვერ კითხულობს…
- საქმე №330100117001994440 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №190100117002046074 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.09.2018
- საქმე №180100118002342593 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №140100115002318454 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2018
- საქმე №330100116001532776 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №020100119002950279 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 06.09.2019
- საქმე №010100119002915696 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330100118002710038 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №330100118002745215 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №330100117001820545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.03.2019
- საქმე №080100117002213884 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №330100117001674919 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №140100115002318454 · გორის რაიონული სასამართლო · 15.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება