1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.
3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.
4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-66აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2014
ა-მ უფლებამოსილების გადამეტებით 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსსკ–ის 150–ე მუხლის მე–5 ნაწილის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის მეორე ნაწილისა და 90–ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ.
- საქმე №010100118002560799 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდასტურდება საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლით ჰა----------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება