1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა.
31. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად:
ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად;
ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად;
გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.
32. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით ყადაღა ედება აგრეთვე ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებულ ქონებას.
4. ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2153
–
ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(36)
- საქმე №2კ-123აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2025
გ-ას, რისი უზრუნველყოფის მიზნითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს): ა/ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ნ.
- საქმე №ას-778-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
მეიჯარის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში საფუძვლად მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ყადაღის დადების მიზნად ქონების დახარჯვისა და გასხვისების აღკვეთას განსაზღვრავს.
- საქმე №ას-63-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2024
ამ მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაყადაღებული ნივთის არათუ რეალიზაცია, არამედ ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებულ ნივთზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, კანონს ეწინააღმდეგება.
- საქმე №ბს-436(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობა. სასამართლოს მიერ ასკ-ის 16.1 მუხლით ჩაბმა, საგამოძიებო ორგანოების ინფორმირებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა საჭიროების შემთხვევაში სისხლისამართლებრივმა დევნის ორგანომ გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა. სისხლისამართლებრივი მიზნების უზრუნველსაყოფად, გამოძიების…
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/1/631) მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის მიზნებიდან გამომდინარე სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურება არ არის სისხლის სამართლის პროცესის შემადგენელი ნაწილი.
- საქმე №ას-1633-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ბს-909(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2022
- საქმე №2კ-275აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №2კ-160აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2021
- საქმე №2კ-648აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2020
- საქმე №ას-180-169-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-927-877-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2016
- საქმე №ას-1012-955-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №080210015713343 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №010100119003105082 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2020
- საქმე №330100119003006081 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №330100119003003702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №080100119002918198 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №110100118002546771 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.06.2019
- საქმე №820100118002398978 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080100118002596914 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330100118002654723 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330210016001508056 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №330100117002135950 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330100119003081053 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №180100119003286972 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №180100119003104908 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330100119003118713 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №330100119003094135 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330100119003047105 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330100119003003702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №140100118002673560 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100119002910769 · გორის რაიონული სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №140100119002847315 · გორის რაიონული სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330100118002632764 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №160141318002295061 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 25.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება