1. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №285 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №285
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ა-5446-შ-121-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…შეუსრულებლობისთვის არაერთხელ დაისაჯა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში. 2022 წლის 23 სექტემბერს ბავშვებზე აღმასრულებელმა ძებნა გამოაცხადა. 5.7. ს–ი პ.მ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მოსარჩელე (წინამდებარე საქმეში შუამდგომლობის ავტორი) და მხარეთა არასრულწლოვანი შვილები დაზარალებულად ცნეს.
- საქმე №060100117002355916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
ლ---–----ეს საქართველოს სსკ-ის მე-330 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
- საქმე №330310018002460627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
…და,,ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ პუნქტით (2 ეპიზოდი), 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი), 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი), 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 318-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა: კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბანდიტიზმი, გამოძალვა, ხულიგნობა, საკუთრების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ძალის გამოყენება სამართალდამცავების წინააღმდეგ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება