1. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
2. ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ან აღნიშნული ორგანიზაციის სახელით ან მისი საქმიანობის ხელშეწყობის ან წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.04.2014 კანონი №2185
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-99-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;
- საქმე №2კ-1091აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც…
- საქმე №2კ-1625-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2013
ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით – 11 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (9 ეპიზოდი) – 1-1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (9 ეპიზოდი) – 3-3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5…
- საქმე №2კ-1132-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2013
ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-18, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლით მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-275აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2012
ბ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-318აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2008
- საქმე №2კ-83დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2003
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება