1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ „საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელში“ არ იგულისხმება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირი.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 1
დეკემბრის კანონი №58
- ვებგვერდი, 15.12.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.12.2016 კანონი №58
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 326. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა 1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ „საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელში“ არ იგულისხმება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-795აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება