1. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ანდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევა და განვითარება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, ჩადენილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ზემოქმედების ან ტერორისტული მიზნით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (გარდა ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენებისა), რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.268
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2012 კანონი №5744
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 324. ტექნოლოგიური ტერორიზმი 1. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ანდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევა და განვითარება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. 3. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, ჩადენილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ზემოქმედების ან ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (გარდა ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენებისა), რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.268 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება