1. საქართველოს პრეზიდენტის, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 325. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა 1. საქართველოს პრეზიდენტის, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-41-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2023
ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური საბუთის გაყალბება), 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 325-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. 2016 წლის 12 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ფ-ს რაიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა მ.
- საქმე №2კ-16-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2015
კ-ს ბრალი ედება ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში (სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში (სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
- საქმე №226საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2009
რაც შეეხება აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მკვლელობის ჯგუფურად მომზადებას, ეს დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის მე-18, 325-ე მუხლით და სასჯელად ადგენს 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ადრე მოქმედი სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის (შეიარაღებული ბანდის ორგანიზება) მოქმედი კანონით გამკაცრდა სასჯელი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება