უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.04.2014 კანონი №2185
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-1091აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
…ნომერი:..............) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა), ხოლო უ. ც–ი (პირადი ნომერი:..........) – საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით: 1.2.
- საქმე №2კ-146-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული…
- საქმე №30აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული…
- საქმე №2კ-497აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2018
…გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განაჩენით ა. ბ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3271-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; სსკ-ის 328–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა.
- საქმე №010142219700081536 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით, ს-----– გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება