1. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ან რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;
ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;
გ) ჯგუფურად;
დ) არაერთგზის;
ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.04.2014 კანონი №2185
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 329. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით 1. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ან რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ; ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ; გ) ჯგუფურად; დ) არაერთგზის; ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-467აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1.3. იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება,…
- საქმე №2კ-4-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2024
ს-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
- საქმე №2კ-59-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2022
ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
- საქმე №2კ-440-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
ს-ს ბრალი დაედო ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-431-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2021
ს–ს ბრალი დაედო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №18აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №2კ-16-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2015
- საქმე №2კ-94კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2002
- საქმე №010100119003019639 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.01.2020
- საქმე №010100116001345674 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება