1. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი, 1
1 ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1. ამ თავის მიზნებისათვის ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.03.2012 კანონი №5744
- 28.10.2011 კანონი №5170
- 05.05.2011 კანონი №4630
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 323. ტერორისტული აქტი 1. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი, 1 1 ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: 1. ამ თავის მიზნებისათვის ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №2კ-467აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…სერვისცენტრზე. მან ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაიგდო იქ მყოფი ს–ს მოქალაქეები. 3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით ბ. ე–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 3.1. საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით; 3.2. საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
- საქმე №2კ-191აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2019
შ-ა საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. რ.
- საქმე №164აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2017
ხ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (ლ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
- საქმე №2კ-1617-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2013
ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – ასევე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-1625-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2013
ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით – 11 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (9 ეპიზოდი) – 1-1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (9 ეპიზოდი) – 3-3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) – 13 წლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 16 წლით, მე-19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-1462-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2013
- საქმე №2კ-1366-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2013
- საქმე №2კ-1132-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2013
- საქმე №2კ-999-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2013
- საქმე №2კ-795-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2013
- საქმე №2კ-275აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2012
- საქმე №010100119002994346 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №010100107216100 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება