1. ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.
2. თუ ნიმუშის აღებისათვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.
3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.
4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.
5. ნიმუშის აღება, რომელიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, აგრეთვე მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან თუ ის ფსიქიკურად დაავადებულია, ან სასამართლოს განჩინებით.
საქართველოს 2015
წლის 19 თებერვლის
კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.02.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.02.2015 კანონი №3090
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-1084აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
…მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის საგანს კი წარმოადგენს სასამართლოს განაჩენი, განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება. 19. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
- საქმე №2კ-979აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2025
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
- საქმე №2კ-225აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.08.2024
დაცვის მხარე სადვოდ ხდის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისი კვლევის შედეგის სარწმუნოობას, ექსპერტიზაზე შესადარებელად გამოყენებული ობიექტის (ნიმუშის) მოპოვების კანონიერებაზე მითითებით, თუმცა მისი მსჯელობა სრულად მიემართება საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლით რეგულირებულ ნიმუშის აღების წესს; იმავდროულად, დაცვის მხარე არ უთითებს რაიმე ნორმას, რომელიც კრძალავს საექსპერტო კვლევის მიზნებისთვის სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის/საგანის/დოკუმენტის/ნიმუშის ან სხვა ობიექტის შესადარებელ ნიმუშად გამოყენებას;
- საქმე №2კ-293აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2024
…ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული განჩინება გაეცნო ნ. მ-საც, რომელმაც აგრეთვე უარი განაცხადა გადაწყვეტილების შესრულებაზე/ნიმუშთა აღებაზე. ამავე დღეს, დ. გ-მ, განჩინების გაცნობის შემდეგ, უარი განაცხადა მხოლოდ ხმის ნიმუშის აღებაზე. 39. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
- საქმე №2კ-1337აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2024
…დ. ლ-ისაგან აეღოთ სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშები. იმავე განჩინებით საპროცესო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს მიეცა უფლება, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოეყენებინა იძულების პროპორციული ზომა. 9. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რაც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
- საქმე №2კ-703აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
- საქმე №2კ-951აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2022
- საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330100117001937154 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2018
- საქმე №120100118002679364 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 30.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება