1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:
ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;
ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;
ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.10.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 19.10.2023 კანონი №3574
- 18.12.2015 კანონი №4675
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში 1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე; ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს,ხელმძღვანელს. ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისდაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ ასევეაგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-255(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
აპელირებს "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4, მე-16, მე-19, 23-ე და 24-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური წლიურ ანგარიშს წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც უფლებამოსილია არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება