1. წლიური ანგარიშის მიზანია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის, განვითარებისა და ფუნქციონირების, ასევე განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაწესებულების ხელმძღვანელისათვის.
2. წლიურ ანგარიშს ამზადებს ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი და წარუდგენს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორს, დაწესებულების ხელმძღვანელთან წარსადგენად.
3. წლიური ანგარიშის შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის რომელ ეტაპზე იმყოფება დაწესებულება.
4. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო