1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების პირველ ეტაპს წარმოადგენს დაწესებულებებში ფინანსური კონტროლის დანერგვა, რომელიც გულისხმობს არსებული ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას და ფინანსურ საკითხებზე მენეჯერული ანგარიშვალდებულების დანერგვას.
2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე მის მიერ განხორციელებული ქმედებისა და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტური და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვი