1. დაწესებულების ხელმძღვანელი არის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელი, რომელიც განკარგავს სახსრებს პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და პასუხისმგებელია პროგრამების განხორციელებასა და საბოლოო შედეგების მიღწევაზე.
2. დაწესებულებებს პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით გააჩნიათ პროგრამები. თითოეულ პროგრამას უნდა ჰყავდეს პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
3. პროგრამა, თავის მხრივ, შეიძლება შედგებოდეს ქვეპროგრამებისგან, რომლებსაც გააჩნიათ ბიუჯეტი და მათ უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებელია ბიუჯეტის განმკარგავი. პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმეგებლია პროგრამის/ქვეპროგრამის მართვაზე (მიზნების შესრულებაზე, მონიტორინგზე და ინფორმაციის კონსოლიდაციაზე). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას არ გააჩნია ქვეპროგრამა, პროგრამას მაინც უნდა მართავდეს პროგრამის ხელმძღვანელი, ხოლო ახორციელებდეს – ბიუჯეტის განმკარგავი.
4. პროგრამის ხელმძღვანელი წარმოადგენს დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ქვეპროგრამების არსებობის შემთხვევაში – ქვეპროგრამების მაკოორდინირებელ პირს. იგი განსაზღვრავს ქვეპროგრამების ბიუჯეტის განმკარგავებს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ მათი საქმიანობის შედეგები თანხვედრაში იყოს დაწესებულების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე.
5. ბიუჯეტის განმკარგავი არის პირი, რომელიც განკარგავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულ სახსრებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს. იგი ახდენს პასუხისმგებლობის დელეგირებას ოპერაციულ მენეჯერებზე და ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელის და დაწესებულების ხელძღვანელის წინაშე.
6. პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამების განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს ამავე დაწესებულების სისტემაში შემავალი რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია.
7. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას/ქვეპროგრამას ახორციელებს დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შემსრულებელ მხარეს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უნდა გაფორმდეს მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა დაფინანსებას აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. დაწესებულების ხელმძღვანელი ადგენს ფინანსური კონტროლის სისტემის ფარგლებში არსებული პასუხისმგებლობების განაწილებას, სადაც განსაზღვრულია პროგრამის ხელმძღვანელის, ბიუჯეტის განმკარგავის, ოპერაციული მენეჯერის, სხვა ანგარიშვალდებული მენეჯერების უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და ანგარიშგების კომპეტენცი