1. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის განმკარგავი არის ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, დაწესებულებამ, რომლის სისტემაშიც შედის იგი, მასთან უნდა გააფორმოს „შეთანხმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ (შემდგომში – შეთანხმება), სადაც მხარეები შეთანხმდებიან მისაღწევი მიზნების და მათი შესრულების სტანდარტების შესახებ, მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში.

2. შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საბიუჯეტო პროგრამის შესრულების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობების მასშტაბი, ხარისხი და სპეციფიკური მოთხოვნები (თუ ასეთის განსაზღვრა შესაძლებელია);

ბ) დაწესებულების მიზნები (კონკრეტული დროის პერიოდისთვის), შეფასების ინდიკატორები, მოსალოდნელი შედეგები და რისკები;

გ) დაწესებულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები და მათ შესახებ შესაბამისი ანგარიშგება. ანგარიშგების სიხშირე განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის შესაბამისად და უნდა მოიცავდეს როგორც ფინანსურ, ასევე შინაარსობრივ (მაგ., განხორციელებული აქტივობების ხარისხობრივი მაჩვენებლები, სტანდარტებთან შესაბამისობა და სხვ.) ნაწილებს;

დ) როგორც დაწესებულების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელობის ფარგლები. ამასთან, უნდა განისაზღვროს შუალედური და საბოლოო შედეგების მონიტორინგის სისტემ