1. დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა ხორციელდება შემდეგ სამ ეტაპად:
ა) ფინანსური კონტროლი (დანართი №1);
ბ) მენეჯერული კონტროლი;
გ) ფინანსური მართვა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.
3. თითოეული ეტაპის დანერგვის პროცესის სისწორისა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას დაწესებულების მასშტაბით ახორციელებს შიდა აუდიტის სუბიექტი.
4. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს თითოეული ეტაპის ანგარიშგების ფორმებისა და ინსტრუქციების შემუშავებას.
5. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზნებისთვის ფინანსური რეგულაციების შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრ