სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.01.2005 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 13/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (16)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №11

2005 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს განესაზღვროთ და დაუდგინდეთ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის;

გ) (ამოღებულია);

დ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას;

ე) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას;

ვ) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;

ვ​1 )დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური მუშაობის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის, საქმიანობის სპეციფიკის ან სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულ დანამატს;

ზ) (ამოღებულია);

თ) (ამოღებულია);

ი) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის;

კ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;

ლ) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად:

ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები – მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს;

ბ) სამოქალაქო პირები – პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები (დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე (ჩარიცხვის გარეშე), ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება – ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული.

შენიშვნა: ამ ბრძანებულების მიზნებისათვის –

ა) „ფულადი სარგო” გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;

ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის“ სპეციალური წოდებით.

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

8. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

9. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

10. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

11. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

12. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №722-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1734

13. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

15. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

16. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

17. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

18. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე შრომის პირობებისათვის ეძლევათ ყოველთვიური დანამატი დადგენილი წესით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი:

ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს – ფულადი სარგოების – 50%;

ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს – შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს – 50%;

გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს – ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%.

აღნიშნული კატეგორიის პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

20. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატები შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

20 ​1 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №722-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1734

21. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.

22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

23. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

24. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

25. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

26. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

27. მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ ბრძანებულების დანართი №1-ით დადგენილი ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ ბრძანებულების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

აღნიშნულ მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად შესაბამისად უზრუნველყოფს ის სახელმწიფო უწყება ან სხვა ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე გადის სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

28. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

29. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეულ დანაყოფებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

31. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

32. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

33. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

34. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, საქალაქო სატელეფონო ქსელში აბონენტად რეგისტრაციის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრების გარდა), ბუნებრივი აირის, წყლის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

შენიშვნა: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ბინის ქირის 50%-ს ანაზღაურებს, თუ მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ძირითად სამუშაო ადგილზე არ აქვს საცხოვრებელი ფართობი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 თებერვლის ბრძანებულება №85 – ვებგვერდი, 18.02.2011წ.

35. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

36. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

38. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით განსაზღვრული წესით. ზარალს, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აანაზღაურებს სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მარტის ბრძანებულება №152 –ვებგვერდი, 18.0 3 .2011წ.

40. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.

41.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი № 1).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

42.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურ ში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა ( დანართი №2).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

43.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის ( დანართი №3).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

44. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

45.  დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები  (დანართი  №4).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

46. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 70 ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

47. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

48. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია გაიცემა მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად.

49. საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სასურსათო ულუფის კომპენსაციიდან დაექვითებათ თანხა საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის დღეების შესაბამისად. კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება  კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

50. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

მოსამსახურეებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

51. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

52.  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის   მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოხმარების ( სარგებლობი ს) პერიოდულობის მიხედვით. კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომ ე ლი ც გა ი ცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა  და  სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურ ში ჩარიცხულ მოსამსახურეებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №406 –ვებგვერდი, 27.07.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

53. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №633-40 „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების შესახებ“ დადგენილება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნაწილში.

54. წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

55. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

56. ბრძანებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გამოსცეს ბრძანებები:

ა) (ამოღებულია);

ბ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

გ) (ამოღებულია);

დ) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“

დ​1)  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის შესახებ.

ე) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

57. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურებების გაცემა განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

2. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №633-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ.1435

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №722-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1734

6.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №963-სსმ III, №156, 30.11.2010წ; მუხ.2209

8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1093-სსმ III,№172, 31.12.2010წ; მუხ.2526

9. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №26-ვებგვერდი,18.01.2011წ.

10. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 თებერვლის ბრძანებულება №85 – ვებგვერდი, 18.02.2011წ.

11. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №107 –ვებგვერდი, 24.02.2011წ.

12. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მარტის ბრძანებულება №152 –ვებგვერდი, 18.03.2011წ.

13. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №406 –ვებგვერდი, 27.07.2011წ.

14. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

15. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ნოე მბრის ბრძანებულება №722 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

16. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანებულება №19 - ვებგვერდი, 10.01.2012წ.

დანართი № 1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით

 

სამსახურის უფროსი

3 540

 

სამსახურის უფროსის მოადგილე

2 720

 

სამსახურის უფროსის მოადგილე - სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

2 720

 

სამსახურის უფროსის კონსულტანტი

2 500

 

სამსახურის უფროსის თანაშემწე

950

 

მთავარი სპეციალისტი

950

 

საქართველოს პრეზიდენტის
დაცვის მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 500

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 200

 

განყოფილების უფროსი

2 000

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 900

 

ცვლის უფროსი

1 840

 

დაცვის უფროსი ოფიცერი

1 640

 

დაცვის ოფიცერი

1 400

 

მძღოლი ოფიცერი

1 350

 

მძღოლი

830

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

დამხმარე მოსამსახურე

500

 

პირადი დაცვის დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი

2 300

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2 000

 

სამმართველოს უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 900

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 800

 

განყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 700

 

განყოფილების უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 600

 

ქვეგანყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 550

 

დაცვის უფროსი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 500

 

დაცვის ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 300

 

მძღოლი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 050

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 150

 

ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)

1 050

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 500

 

განყოფილების უფროსი

1 300

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

1 300

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 200

 

ქვეგანყოფილების უფროსი

1 150

 

დაცვის უფროსი ოფიცერი

1 090

 

დაცვის ოფიცერი

1 000

 

მძღოლი ოფიცერი

800

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 150

 

ოპერატიული თანამშრომელი

1 050

 

სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 400

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 200

 

სამმართველოს უფროსი

2 000

 

განყოფილების უფროსი

1 800

 

ჯგუფის უფროსი

1 600

 

წამყვანი სპეციალისტი

850

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

მოიერიშე სნაიპერი

1 500

 

უფროსი მებრძოლი ოფიცერი

1 550

 

მებრძოლი ოფიცერი

1 500

 

უფროსი ოფიცერი

1 400

 

პასუხისმგებელი მორიგე

800

 

ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი

2 300

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2 000

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 500

 

განყოფილების უფროსი

1 300

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 200

 

ქვეგანყოფილების უფროსი

1 180

 

მძღოლი ოფიცერი

800

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

კავშირის უფროსი ოფიცერი

1 050

 

კავშირის ოფიცერი

950

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 150

 

ოპერატიული თანამშრომელი

1 050

 

დამთვალიერებელი

850

 

ვეტერინარი

650

 

გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი )

 

 

გენერალური ინსპექციის უფროსი

2 300

 

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

2 000

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

განყოფილების უფროსი

1 300

 

უფროსი ინსპექტორი

1 250

 

ინსპექტორი

1 150

 

წამყვანი სპეციალისტი

850

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

ეკონომიკური დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი

2 300

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2 000

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

სამმართველოს უფროსი - მთავარი ბუღალტერი

1 800

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 500

 

უფროსი ინსპექტორი

1 000

 

ინსპექტორი

900

 

მძღოლი

680

 

უფროსი ბუღალტერი

1 100

 

ბუღალტერი

1 000

 

ბუღალტერ-მოლარე

1 000

 

მთავარი სპეციალისტი

1 100

 

წამყვანი სპეციალისტი

1 050

 

უფროსი სპეციალისტი (ფინანსების)

1 050

 

უფროსი სპეციალისტი (შესყიდვების)

1 050

 

უფროსი სპეციალისტი

1 000

 

სპეციალისტი

900

 

უფროსი ავტოინჟინერი

900

 

ავტოინჟინერი

800

 

საწვავ-საცხები მასალების გამმართველი

800

 

საწყობის გამგე

700

 

ტექნიკური მოსამსახურე

700

 

მთავარი კომენდანტი

1 000

 

უფროსი კომენდანტი

800

 

კომენდანტი

600

 

უფროსი მზარეული

500

 

დამხმარე მოსამსახურე

300

 

სამსახურის ადმინისტრაცია ( დეპარტამენტი )

 

 

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - სასწავლო ცენტრის უფროსი

2 100

 

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

2 100

 

სამმართველოს უფროსი

1 900

 

განყოფილების უფროსი

1 300

 

ცვლის უფროსი

1 100

 

მთავარი სპეციალისტი

1 050

 

წამყვანი სპეციალისტი

970

 

პასუხისმგებელი მორიგე

1050

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 050

 

ოპერატიული თანამშრომელი

1 000

 

სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე

1 470

 

უფროსი ინსტრუქტორი

1 200

 

ინსტრუქტორი

1 100

 

არქივის უფროსი

1 100

 

უფროსი რეფერენტი

1 050

 

ოპერატიული მორიგე

1 000

 

მთავარი იურისტი

1 200

 

უფროსი იურისტი

1 100

 

კომენდანტი

600

 

ფსიქოლოგი

600

 

ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი

2 300

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2 000

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

სამმართველოს უფროსი ს მოადგილე

1 500

 

განყოფილების უფროსი

1 200

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 150

 

ჯგუფის უფროსი

1 120

 

ცვლის უფროსი

1 100

 

დაცვის უფროსი ოფიცერი

800

 

დაცვის ოფიცერი

750

 

წამყვანი სპეციალისტი

850

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

უფროსი ოფიცერი

800

 

ოფიცერი

750

 

ოპერატორი

550

 

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

450

 

დაცვის თანამშრომელი

500

 

სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 100

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 900

 

სამმართველოს უფროსი

1 500

 

განყოფილების უფროსი

1 200

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

უფროსი ოფიცერი

1 100

 

ოფიცერი

1 000

 

დაცვის თანამშრომელი

500

 

სამედიცინო მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 100

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 900

 

სამმართველოს უფროსი

1 500

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 300

 

განყოფილების უფროსი

1 200

 

სპეციალისტი

550

 

ქირურგი

500

 

თერაპევტი

500

 

ნევროპათოლოგი

500

 

ოკულისტი

500

 

ოტოლარინგოლოგი

500

 

დერმატოლოგი

500

 

ფსიქიატრი

500

 

ფსიქოლოგი

500

 

მორიგე თერაპევტი

600

 

მორიგე ექიმი

600

 

მედდა

340

 

სანიტარიული ინსპექტორი

750

 

ეპიდემიოლოგი

750

 

ბაქტერიოლოგი

750

 

ბიოქიმიკოსი

750

 

ქიმიკოსი

750

 

ინჟინერი

750

 

ლაბორანტი

350

 

სანიტარი

285

 

რეანიმატოლოგი

1 100

 

კადრების მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 100

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 900

 

სამმართველოს უფროსი

1 800

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 500

 

განყოფილების უფროსი

1 300

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

1 250

 

უფროსი ინსპექტორი

1 100

 

ინსპექტორი

1 000

 

წამყვანი სპეციალისტი

850

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 100

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 900

 

განყოფილების უფროსი

1 200

 

განყოფილების უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)

1 350

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 100

 

ქვეგანყოფილების უფროსი

1 050

 

აპარატის უფროსი

1 500

 

აპარატის უფროსის მოადგილე

1 300

 

ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების)

1 200

 

ჯგუფის უფროსი

850

 

ცვლის უფროსი

850

 

დაცვის უფროსი ოფიცერი

800

 

დაცვის ოფიცერი

750

 

მძღოლი ოფიცერი

750

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

მებრძოლი ოფიცერი

1 100

 

პასუხისმგებელი მორიგე

770

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 000

 

ოპერატიული მორიგე

730

 

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

450

 

დაცვის თანამშრომელი

500

 

კომენ დ ანტი

600

 

მძღოლი

680

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო

 

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 100

 

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 900

 

სამმართველოს უფროსი

1 500

 

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 300

 

სამმართველოს უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)

1 600

 

განყოფილების უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)

1 350

 

განყოფილების უფროსი

1 200

 

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 100

 

აპარატის უფროსი

1 500

 

აპარატის უფროსის მოადგილე

1 300

 

ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების)

1 200

 

ჯგუფის უფროსი

850

 

ჯგუფის უფროსი (ოპერატიულ-ტექნიკური)

1 050

 

ცვლის უფროსი

850

 

დაცვის უფროსი ოფიცერი

800

 

დაცვის ოფიცერი

750

 

წამყვანი სპეციალისტი

850

 

უფროსი სპეციალისტი

800

 

სპეციალისტი

750

 

მებრძოლი ოფიცერი

1 100

 

უფროსი ოფიცერი

(სპეციალური დანიშნულების)

1 170

 

უფროსი ოფიცერი

800

 

პასუხისმგებელი მორიგე

770

 

კავშირის უფროსი ოფიცერი

750

 

უფროსი ტექნიკოსი

700

 

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 000

 

ოპერატიული თანამშრომელი

900

 

რეფერენტი

500

 

ოპერატიული მორიგე

730

 

უფროსი იურისტი

800

 

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

450

 

დაცვის თანამშრომელი

500

 

დამთვალიერებელი

500

 

თერაპევტი

500

 

სანიტარიული ინსპექტორი

700

 

ვეტერინარი

500

 

საწყობის გამგე

700

 

კომენ დ ანტი

600

 

 

შენიშვნა:   მოსამსახურეს, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროს 1200 ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №963-სსმ III, №156, 30.11.2010წ; მუხ.2209

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1093-სსმ III,№172, 31.12.2010წ;მუხ.2526

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №26-ვებგვერდი,18.01.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანებულება №722 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანებულება №19 - ვებგვერდი, 10.01.2012წ.

დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო  სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

 

№

საშტატო წოდებრივი კატეგორია

(სპეციალური წოდების გათვალისწინებით)

ფულადი სარგოს ოდენობა (ლარობით)

1.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი)

65

2.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის სერჟანტი)

60

3.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უმცრ/სერჟანტი)

55

4.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის რიგითი)

50.

 

შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა) თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

დანართი №3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

 

 

სპეციალური წოდება

სარგოს ოდენობა(ლარობით)

1.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი

150

2.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი

130

3.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი

120

4.

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი

90

5.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

75

6.

სახელმწიფო დაცვის მაიორი

65

7.

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი

50

8.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი

45

9.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი

40

10.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი

30

11.

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი

25

12.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი

20

13.

 სახელმწიფო დაცვის  სერჟანტი

15

14.

 სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი

14

15.

სახელმწიფო დაცვის რიგითი

12

შენიშვნა:  სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №583 –ვებგვერდი, 04.10.2011წ.

 

დანართი  №4

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები:

1. მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის პირობებში) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:

 

 

დასახელება

 

ბრუტო

სასარგებლო საკვების ბრუტო

წონა გადანაყრების შემდეგ

(თერმულ დამუშავებამდე)

პური (თეთრი)

700 გ

700 გ

ფუნთუშა (I ხარისხის ფქვილი)

100 გ

100 გ

ხორბლის ფქვილი

10 გ

10 გ

ბრინჯი

62 გ

60 გ

მაკარონი

60 გ

60 გ

ბარდა

84 გ

80 გ

წიწიბურა

86 გ

80 გ

მანანის ბურღული

40 გ

40 გ

ვერმიშელი

60 გ

60 გ

შვრიის ფანტელი (ჰერკულესი)

80 გ

80 გ

ხორცი (საქონლის)

– I კატეგორიის

– II კატეგორიის

 

230 გ

250 გ

 

170 გ

ხორცი (ღორის)

– I ხარისხის

– II ხარისხის

 

212 გ

267 გ

 

170 გ

ხორცი (ფრინველის)

243 გ

170 გ

სოსისი

122 გ

110 გ

თევზი (გაყინული)

– უთავო

– თავიანი

 

115 გ

140 გ

 

100 გ

საქონლის ხორცის კონსერვი

170 გ

170 გ

შესქელებული რძე

20 გ

20 გ

არაჟანი

100 გ

100 გ

ხაჭო

60 გ

60 გ

მაწონი

100 გ

100 გ

ყველი

54 გ

50 გ

კვერცხი

3 ცალი

3 ცალი

კარაქი

40 გ

40 გ

ერბო

30 გ

30 გ

მარგარინი

10 გ

10 გ

მაიონეზი

55 გ

55 გ

ზეთი

20 გ

20 გ

ტომატ-პასტა

25 გ

25 გ

ძმარი

3 გ

3 გ

მარილი

20 გ

20 გ

შაქარი

90 გ

90 გ

ჩაი

2 გ

2 გ

კაკაო

4 გ

4 გ

ლობიო

84 გ

80 გ

კარტოფილი

400 გ

320 გ

ხახვი

55 გ

50 გ

კომბოსტო

150 გ

120 გ

ჭარხალი

24 გ

20 გ

სტაფილო

56 გ

45 გ

წიწაკა, საკმაზ-სანელებლები

1 გ

1 გ

მწვანილი

22 გ

20 გ

ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად)

125

-150 გ

 

110 გ

ნიორი

6 გ

5 გ

პ ა მიდორი (სეზონურად)

160 გ

136 გ

კიტრი (სეზონურად)

160 გ

136 გ

მდოგვი

10 გ

10 გ

ტყემალი

50 გ

50 გ

ხილი, ციტრუსი (სეზონური)

200 გ

200 გ

ხილის ჩირი

36 გ

35 გ

ხილის წვენი

200 მ/ლ

200 მ/ლ

კისელის კონცენტრატი

10 გ

10 გ

თაფლი

30 გ

30 გ

საკონდიტრო ნაწარმი

200 გ

200 გ

შოკოლადის ნაწარმი

60

60 გ

ჯემი

37 გ

37 გ

2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:

№

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა

1.

პური მშრალი

300 გ

2.

დაკონსერვებული ლორი

200 გ

3.

საქონლის ან ფრინველის პაშტეტი

100 გ

4.

საქონლის ხორცის კონსერვი

600 გ

5.

შოკოლადი

100 გ

6.

ხილის წვენი

400 გ

7.

ყავა ერთჯერადი

2 გ

8.

ჩაი ერთჯერადი

2 გ

9.

შაქარი (რაფინადი)

25 გ

10.

ბოსტნეულის კონსერვი

150 გ

 

3. მშრალი კვებით უზრუნველყოფის დამხმარე ნივთები:

№

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა

1.

ერთჯერადი ხელსახოცი

1 შეკვრა

2.

ერთჯერადი ხელსახოცი (სველი)

1 შეკვრა

3.

ერთჯერადი კოვზი-ჩანგალი

1 ცალი

4.

პოლიეთილენის ტომარა

1 ცალი

 

4 . სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები:

ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);

ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ).

შენიშვნა:

1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას. ამავე პუნქტით გათვალისწინებულ „გადანაყარში“ იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილ(ებ)ი, რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.

2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტები და დამხმარე ნივთები მოსამსახურეებს ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი კვებით უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასურსათო იჯრის შესაბამისად .

3. მოსამსახურეთა მშრალი კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში:

ა) დღიური ნორმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 პუნქტით დადგენილი სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები;

ბ) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები არ იზღუდება ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო ნორმების შესაბამისად კვებით უზრუნველყოფისათვის დადგენილი ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №803-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1844

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №107 –ვებგვერდი, 24.02.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №406 –ვებგვერდი, 27.07.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, №11, 12.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94084-16/