სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.01.2005 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 13/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (19)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №11

2005 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს განესაზღვროთ და დაუდგინდეთ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის;

გ) (ამოღებულია);

დ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას;

ე) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას;

ვ) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;

ზ) (ამოღებულია);

თ) (ამოღებულია);

ი) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის;

კ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;

ლ) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად:

ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები – მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს;

ბ) სამოქალაქო პირები – პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები (დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე (ჩარიცხვის გარეშე), ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება – ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული.

შენიშვნა: ამ ბრძანებულების მიზნებისათვის –

ა) „ფულადი სარგო” გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;

ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის“ სპეციალური წოდებით.

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

8. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

9. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

10. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

11. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

12. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით ყოველი კვარტალის ბოლოს შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები არა უმეტეს ერთი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და წოდებრივი სარგოს ჯამი) სარგოს ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

13. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

15. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

16. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

17. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

18. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე შრომის პირობებისათვის ეძლევათ ყოველთვიური დანამატი დადგენილი წესით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი:

ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს – ფულადი სარგოების – 50%;

ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს – შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს – 50%;

გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს – ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%.

აღნიშნული კატეგორიის პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

20. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატები შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

21. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.

22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

23. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

24. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

25. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

26. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

27. მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ ბრძანებულების დანართი №1-ით დადგენილი ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ ბრძანებულების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

აღნიშნულ მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად შესაბამისად უზრუნველყოფს ის სახელმწიფო უწყება ან სხვა ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე გადის სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

28. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

29. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეულ დანაყოფებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

31. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

32. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

33. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

34. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის დადგმისა და სააბონენტო გადასახადის, ბუნებრივი აირის, გათბობის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების, ცივი და ცხელი წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებით.

35. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

36. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

38. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, რომლის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

ზარალი, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

40. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.

41. დამტკიცდეს თანდართული ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით” (დანართი №1).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

42. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა“ (დანართი №2).

43. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“ (დანართი №3).

44. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2-ის ნორმა №1-ის შესაბამისად, თანდართული შენიშვნის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებთან დაკავშირებული დამატებითი პირობები, სათანადო შემთხვევებში, განისაზღვროს ამავე დანართის ნორმა №4-ისა და ნორმა №7-ის მიხედვით.

45. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფის ნორმები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2-ის ნორმა №8-ის მიხედვით, ამავე დანართის ნორმა №1-ის შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით.

46. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 70 ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

47. საყაზარმე კვების პირობებში ყოფნის პერიოდში, მოსამსახურეებს არ მიეცემათ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

48. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია გაიცემა მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად.

49. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაცია არ ეძლევათ სამოქალაქო პირებს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეებს სამსახურის შესრულება უწევთ საყაზარმე პირობებში, მათი სასურსათო უზრუნველყოფა განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად.

50. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

მოსამსახურეებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

51. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

52. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №243 ბრძანებულებით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით.

ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა განხორციელდეს მისი მოხმარებისათვის (სარგებლობისათვის) დადგენილი პერიოდულობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან კადრის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ყოველკვარტალურად (წელიწადში ოთხჯერ) ეძლევა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წლიური ოდენობის ერთი მეოთხედის ოდენობით.

ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს.

53. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №633-40 „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების შესახებ“ დადგენილება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნაწილში.

54. წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

55. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

56. ბრძანებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გამოსცეს ბრძანებები:

ა) (ამოღებულია);

ბ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

გ) (ამოღებულია);

დ) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“

ე) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

57. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურებების გაცემა განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

 

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19.04.2006წ; მუხ.658

2. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

 

 

დანართი №1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით

შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებაში

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარობით)

სამსახურის ხელმძღვანელობა

სამსახურის უფროსი

3 540

სამსახურის უფროსის მოადგილე

2 720

უფროსის თანაშემწე

750

თანაშემწე

630

მდივანი

450

საქართველოს პრეზიდენტის დაცვის

სამმართველო

სამმართველოს უფროსი

2 500

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 200

განყოფილების უფროსი

2 000

ცვლის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე)

1 840

ქვეგანყოფილების უფროსი

1 740

დაცვის უფროსი ოფიცერი

1 640

დაცვის ოფიცერი

1 400

მძღოლი ოფიცერი

1 350

მძღოლი (ზემდეგი)

830

საქმისმწარმოებელი

380

პარიკმახერი, მიმტანი, მოდელიორი

250

დიასახლისი

280

დამლაგებელი, მებაღე

250

მზარეული

500

 

 

პირადი დაცვის სამმართველო

სამმართველოს უფროსი

2 250

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 000

განყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება

1 900

ქვეგანყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება)

1 600

ცვლის უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება)

1 600

დაცვის უფროსი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება)

1 500

დაცვის ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება)

1 270

მძღოლი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება)

1 040

განყოფილების უფროსი (სხვა განყოფილებები)

1 300

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 220

ქვეგანყოფილების უფროსი

1 040

ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი)

1 040

დაცვის უფროსი ოფიცერი

940

დაცვის ოფიცერი

830

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

ოპერატორი

350

მძღოლი ოფიცერი

600

სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი

ქვედანაყოფის უფროსი

2 250

ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე

1 980

საბრძოლო განყოფილების უფროსი

1 770

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 670

ქვეგანყოფილების უფროსი

1 590

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე

1 520

ჯგუფის უფროსი

1 500

მებრძოლი ოფიცერი

1 400

მოიერიშე სნაიპერი

1 400

მებრძოლი ოფიცერი (უფროსი ინსტრუქტორი)

1 500

მებრძოლი

750

მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

1 770

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 670

საბრძოლო დაგეგმარების ქვეგანყოფილების უფროსი

1 540

უფროსი ოფიცერი (დაგეგმარების და დაზვერვის)

1 400

ოფიცერი (დაგეგმარების და დაზვერვის)

1 300

სხვა ქვეგანყოფილების უფროსები

880

უფროსი ოფიცერი (კომპლექტაციის და უზრუნველყოფის)

830

უფროსი ოფიცერი (ფსიქოანალიტიკოსი)

600

უფროსი მეკავშირე ინჟინერი

830

ადვოკატი (უფროსი ოპერატიული თანამშრომელი)

300

პასუხისმგებელი მორიგე

790

ოპერატიული მორიგე

750

ინჟინერ-პროგრამისტი

600

ცვლის უფროსი

630

დაცვის ოფიცერი

600

დაცვის თანამშრომელი

380

ექიმი (ქირურგი, ფსიქოთერაპევტი)

570

ფერშალი

280

ინსპექტორი

450

კომენდანტი

420

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

ოპერატორი

350

სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, მრეცხავი

280

ოპერატიულ-ტექნიკური
სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 800

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 600

განყოფილების უფროსი

1 350

ქვეგანყოფილების უფროსი

1 080

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

1 030

ინჟინერ-პროგრამისტი

750

ოპერატიული თანამშრომელი

900

მძღოლი ოფიცერი

700

უფროსი ინსპექტორი

450

ექიმი ვეტერინარი

630

დამთვალიერებელი

670

ტექნიკოსი

630

საქმისმწარმოებელი

380

კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვეგანყოფილების უფროსი

700

კავშირის უფროსი ოფიცერი

630

კავშირის ოფიცერი

600

უფროსი ტექნიკოსი

600

გაცილება-ესკორტირების
ქვედანაყოფი

ქვედანაყოფის უფროსი

1 600

ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე

1 400

ცვლის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე)

1 120

უფროსი ოფიცერი

1 000

ოფიცერი

900

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

ოოპერატიული სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 600

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 400

განყოფილების უფროსი

1 200

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 100

მიმართულების უფროსი

900

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

850

ოპერატიული თანამშრომელი

720

ჯგუფის უფროსი

900

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

საქმისმწარმოებელი

380

ოპერატორი

350

ოპერატიული მორიგე

600

გენერალური ინსპექცია

ინსპექციის  უფროსი

1 600

ინსპექციის უფროსის მოადგილე

1 400

განყოფილების უფროსი

1 200

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 100

ქვეგანყოფილების უფროსი

900

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

850

ინჟინერ-პროგრამისტი

600

ოპერატორი

350

საქმისმწარმოებელი

380

პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი

ცენტრის უფროსი

1 500

ცენტრის უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

სწავლების ქვეგანაყოფილების უფროსი

800

უფროსი ინსპექტორი (მომზადების)

730

გარე დაცვის ქვეგანყოფილების უფროსი

700

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე

630

ცვლის უფროსი

630

ინჟინერ-პროგრამისტი

600

კომენდანტი

420

საქმისმწარმოებელი

380

დაცვის თანამშრომელი (ზევადიანი)

380

ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 500

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვეგანყოფილების უფროსი

700

ჯგუფის უფროსი, ცვლის უფროსი

630

უფროსი ოფიცერი, დაცვის უფროსი ოფიცერი

630

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

საქმისმწარმოებელი

380

ოფიცერი

600

დაცვის ოფიცერი

600

ინჟინერ-პროგრამისტი

600

ოპერატორი

350

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

300

დაცვის თანამშრომელი

380

მორიგე

350

სამსახურის აპარატი

აპარატის უფროსი

1 500

აპარატის უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვეგანყოფილების უფროსი

700

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

630

უფროსი რეფერენტი

600

უფროსი ინსპექტორი

450

ოპერატიული თანამშრომელი

600

დაცვითი ღონისძიებების დაგეგმარებისა და ოპერატიული მართვის სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 500

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვეგანყოფილების უფროსი

700

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

630

პასუხისმგებელი მორიგე

630

ოპერატიული მორიგე

600

ინჟინერ-პროგრამისტი

600

საქმისმწარმოებელი

380

კადრების სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 500

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

სასწავლო ცენტრის უფროსი (სამმართველოს უფროსის მოადგილე)

1 280

სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე
(განყოფილების უფროსი)

1 000

ქვეგანყოფილების უფროსი

700

ჯგუფის უფროსი

630

უფროსი ინსტრუქტორი

630

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

630

ინჟინერ პროგრამისტი

600

უფროსი ინსპექტორი

450

სამედიცინო სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 500

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

მიმართულების უფროსი (სპეციალური სამედიცინო უზრუნველყოფა)

850

მიმართულების უფროსი (სანიტარული
ინსპექცია)

650

რეანიმატოლოგი

800

სხვადასხვა პროფილის ექიმები

500

ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი,
ბაქტერიოლოგი

530

სანიტარი

250

ოპერატორი

350

კომისიის მდივანი,  მედდა, ლაბორანტი

300

საქმისმწარმოებელი

380

სამეურნეო სამმართველო

სამმართველოს უფროსი

1 500

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვეგანყოფილების უფროსი

700

კვების  ბლოკის ხელმძღვანელი, მთავარი კომენდანტი

630

უფროსი ინსპექტორი

630

საწყობის გამგე

430

მძღოლი

470

უფროსი მზარეული, მრეცხავი

320

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

დიასახლისი

280

ინჟინერი

500

უფროსი ინჟინერი, ავტოინჟინერი

650

ინსპექტორი

550

უფროსი მექნიკოსი, უფროსი დისპეტჩერი

560

მექანიკოსი, დისპეტჩერი

450

ავტოშემკეთებელი

650

ელექტრომექანიკოსი და მასთან გათანაბრებული პირები

450

სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, დურგალი

400

მზარეული

300

მზარეულის დამხმარე

290

კომენდანტი

420

ოპერატორი

350

დამლაგებელი

250

საფინანსო განყოფილება

განყოფილების უფროსი

1 500

განყოფილების უფროსის მოადგილე

1 280

მთავარი ბუღალტერი

1 280

უფროსი ბუღალტერი

800

უფროსი ეკონომისტი

800

უფროსი ბუღალტერ-მოლარე

800

ბუღალტერი

750

ბუღალტერ-მოლარე

750

უფროსი საქმისმწარმოებელი

400

მოქმედი რეზერვი

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1 280

განყოფილების უფროსი

1 000

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო

მთავარი სამმართველოს უფროსი

1 600

მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილე

1 400

აპარატის უფროსი (სამმართველოს
უფროსი)

1 300

აპარატის უფროსის მოადგილე

1 100

მთავარი სამმართველოს უფროსის
თანაშემწე

380

განყოფილების უფროსი

1 000

ქვედანაყოფის უფროსი

1 100

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე

970

ქვეგანყოფილების უფროსი

800

ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი)

700

ჯგუფის უფროსი

730

დაცვის უფროსი ოფიცერი

630

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

630

მთავარი ბუღალტერი

870

ბუღალტერი

600

ბუღალტერ-მოლარე

600

დაცვის ოფიცერი

600

მძღოლი ოფიცერი

600

დაცვის თანამშრომელი

380

მძღოლი

470

საწყობის გამგე

380

პასუხისმგებელი მორიგე

630

ცვლის უფროსი

630

კავშირის უფროსი ოფიცერი

630

სხვადასხვა პროფილის ექიმები

500

ექიმი ტრამვატოლოგი

600

ინჟინერ-პროგრამისტი

600

ოპერატიული მორიგე

600

მებრძოლი ოფიცერი

750

ოპერატორი

350

მეკავშირე

300

მებრძოლი

700

მებრძოლი მძღოლი

700

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

300

დამთვალიერებელი

400

მზარეული

300

დამლაგებელი

250

საქმისმწარმოებელი

380

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის

მთავარი სამმართველო

მთავარი სამმართველოს უფროსი

1 600

მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილე

1 400

აპარატის უფროსი

1 300

აპარატის უფროსის მოადგილე

1 100

განყოფილების უფროსი

1 000

განყოფილების უფროსის მოადგილე

870

ქვედანაყოფის უფროსი

1 100

ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე

970

დაცვის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე)

870

ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი)

700

ჯგუფის უფროსი

630

ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი)

730

ქვეგანყოფილების უფროსი (სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი)

800

ქვეგანყოფილების უფროსი

700

ცვლის უფროსი

630

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე

630

მთავარი ბუღალტერი

870

ოფიცერი (დაგეგმარების)

650

დაცვის უფროსი ოფიცერი

630

უფროსი ოპერა ტიული თანამშრომელი

630

დაცვის ოფიცერი

600

ოპერა ტიული თანამშრომელი

600

სხვადასხვა პროფილის ექიმები

500

მებრძოლი ოფიცერი

750

მებრძოლი

700

მებრძოლი (მძღოლი)

700

ინჟინერ-პროგრამისტი

600

საქმისმწარმოებელი

380

თარჯიმანი

400

უფროსი ბუღალტერი

630

მოლარე

400

პასუხისმგებელი მორიგე

630

კავშირის უფროსი ოფიცერი

630

უფროსი ტექნიკოსი

600

ოპერატიული მორიგე

600

ოპერატორი

350

დამთვალიერებელი

400

მეკავშირე

300

საწყობის გამგე

380

დისპეტჩერი

450

ინჟინერი

500

მრეცხავი

280

ელექტრიკოსი

300

მძღოლი

470

საშვთა ბიუროს ინსპექტორი

300

დაცვის თანამშრომელი

380

დამლაგებელი

250

 

საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №263-სსმ III, №54, 19 .0 4 .2006 წ; მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

 

დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების

ნ უ ს ხ ა

№

საშტატო წოდებრივი კატეგორია

(სპეციალური წოდების გათვალისწინებით)

ფულადი სარგოს ოდენობა (ლარობით)

1.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი)

65

2.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის სერჟანტი)

60

3.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უმცრ/სერჟანტი)

55

4.

დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის რიგითი)

50.

 

შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა) თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

დანართი №3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის

 

 

სპეციალური წოდება

სარგოს ოდენობა(ლარობით)

1.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი

150

2.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი

130

3.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი

120

4.

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი

90

5.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

75

6.

სახელმწიფო დაცვის მაიორი

65

7.

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი

50

8.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი

45

9.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი

40

10.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი

30

11.

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი

25

12.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი

20

13.

 სახელმწიფო დაცვის  სერჟანტი

15

14.

 სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი

14

15.

სახელმწიფო დაცვის რიგითი

12

 

შენიშვნა: სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 იანვრის ბრძანებულება №15-სსმ III, №10, 23.01.2008წ; მუხ.116

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №614-სსმ III, №182, 23.12.2008წ; მუხ.1851

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, №11, 12.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94084-3/