„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.01.2005 ბოლო ცვლილება 07.07.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 24/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №43

2005 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

აღმასრულებელ ხელისუფლებაში შრომის ანაზღაურების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3600 ლარით.

3. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №112-სსმIII, №21, 15.02.2006წ., მუხ.244

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №521-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1411

4. საქართველოს მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეთა, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №112-სსმIII, №21, 15.02.2006წ., მუხ.244

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №762-სსმIII, №174, 26.12.2006წ., მუხ.2357

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №376-სსმIII, №87, 22.06.2007წ., მუხ.936

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №521-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1411

5. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 (ორი ათას სამასი) ლარით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №112-სსმIII, №21, 15.02.2006წ., მუხ.244

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №762-სსმIII, №174, 26.12.2006წ., მუხ.2357

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №521-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1411

6. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №56-სსმIII, №13, 04.02.2005წ., მუხ.127

7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი).

8. ეს ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის 21 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება №56-სსმIII, №13, 04.02.2005წ., მუხ.127

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებულება №112-სსმIII, №21, 15.02.2006წ., მუხ.244

3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №762-სსმIII, №174, 26.12.2006წ., მუხ.2357

4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის ბრძანებულება №376-სსმIII, №87, 22.06.2007წ., მუხ.936

5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №521-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1411

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”, №43, 24.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94168-5/