,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (24)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (22)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №562
2005 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №289 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 167) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №603 - სსმ III, №84, 18.07.2005 წ., მუხ.922
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447
3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42
4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367
8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547
9. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
10. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №67 - სსმ III, №20, 08.02.2008 წ., მუხ.231
11. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 6 მარტის ბრძანებულება №119 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.387
12. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 მარტის ბრძანებულება №133 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.422
13. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №618 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1864
14. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანებულება №377 - სსმ III, №82, 03.07.2009 წ., მუხ.877
15. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებულება №393 - სსმ III, №86, 14.07.2009 წ., მუხ.910
16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №259 - სსმ III, №48, 27.04.2010 წ., მუხ.703
17. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
18. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №496-ვებგვერდი,07.06.2011წ.
19. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანებულება №561 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.
20. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანებულება №576 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
21. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №21 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.
22. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №250 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშემწყობი კონსტიტუციური ორგანო.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.
4. ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
6. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №259 - სსმ III, №48, 27.04.2010 წ., მუხ.703
მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მის სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზას;
ვ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას და კოორდინაციას;
კ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
ლ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;
მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
ნ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე, მასალების მომზადებას შეწყალების თაობაზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების მომზადებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე;
პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას;
რ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ს) საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანებულება №377 - სსმ III, №82, 03.07.2009 წ., მუხ.877
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებულება №393 - სსმ III, №86, 14.07.2009 წ., მუხ.910
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №496-ვებგვერდი,07.06.2011წ.
მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.
31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მოადგილე ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად.
4. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში;
გ) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;
დ) დადგენილი საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობაზე, ახორციელებს მათ წახალისებასა და მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდებას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
თ) (ამოღებულია – 11.07.2012, №561);
ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;
კ) ამტკიცებს ადმინიტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და ადმინისტრაციის შინაგანაწესს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის კოორდინაციას;
მ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა პირებთან ურთიერთობაში გამოდის ადმინისტრაციის სახელით;
ნ) მონაწილეობს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომებში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციის უფროსი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანებულება №561 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანებულება №576 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №21 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.
მუხლი 4
ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც (ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გარდა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42

მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);
ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);
გ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახური;
დ) იურიდიულ საკითხთა სამსახური;
ე) პრესსამსახური;
ვ) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური;
ზ) მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;
თ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური;
ი) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
კ) კულტურული ღონისძიებების სამსახური;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
მ) საორგანიზაციო სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №67 - სსმ III, №20, 08.02.2008 წ., მუხ.231
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 მარტის ბრძანებულება №133 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.422
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №618 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1864

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №250 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) პრეზიდენტის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) პრეზიდენტის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) საქართველოს პრეზიდენტის არქივის წარმოება.
2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ1) (ამოღებულია);
გ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენა და მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემის უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მომზადების სფეროში სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე, სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენა;
ე) საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობების ორგანიზება;
ვ) საქართველოს პრეზდენტის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. იურიდიულ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ექსპერტიზა;
გ) მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერებისა და/ან გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში;
ე) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფა;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. პრესსამსახურის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.
6. პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სხვა საპრეზიდენტო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; საერთაშორისო (გაცვლითი, საგანმანათლებლო და ა.შ.) პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ა1) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების და სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;
გ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
10. ამოღებულია .
11. საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;
ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
თ) საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საკადრო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება;
კ) ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ლ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ადმინისტრაციაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;
გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
დ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ვ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
ზ) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;
ი) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
18. კულტურული ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გასამართი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ა1) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გასამართი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ან/და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) დავალების შესაბამისად, კულტურული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
19. ამოღებულია .
20. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობების, განცხადებების მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი განხილვა, ანალიზი, მათში დასმულ პრობლემათა განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ მოქალაქეთა თხოვნებზე, შუამდგომლობებზე, განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ შესაბამის პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) ამოღებულია ;
ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
21. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს პრეზიდენტისა ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ გასამართი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №603 - სსმ III, №84, 18.07.2005 წ., მუხ.922

მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინიტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;
გ) ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
ვ) უფლებამოსილია სტრუქუტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8. ადმინისტრაციის თანამშრომლები
ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 9. კომისიები და საბჭოები
1. ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. კომისიისა და საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიისა და საბჭოს წევრები, გარდა სახელმწიფო მოსამსახურეებისა, ინიშნებიან თავიანთი თანხმობით.
3. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მათივე თანხმობით დანიშნოს პრეზიდენტის მრჩევლები, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს და თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 6 მარტის ბრძანებულება №119 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.387
+

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

23. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №392 - ვებგვერდი, 05.06.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშემწყობი კონსტიტუციური ორგანო.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.
4. ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
6. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 აპრილის ბრძანებულება №259 - სსმ III, №48, 27.04.2010 წ., მუხ.703
მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მის სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზას;
ვ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას და კოორდინაციას;
კ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
ლ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;
მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
ნ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე, მასალების მომზადებას შეწყალების თაობაზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების მომზადებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე;
პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას;
რ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ს) საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანებულება №377 - სსმ III, №82, 03.07.2009 წ., მუხ.877
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებულება №393 - სსმ III, №86, 14.07.2009 წ., მუხ.910
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №496-ვებგვერდი,07.06.2011წ.
მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა🔗
1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.
31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მოადგილე ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად.
4. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში;
გ) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;
დ) დადგენილი საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობაზე, ახორციელებს მათ წახალისებასა და მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდებას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
თ) (ამოღებულია – 11.07.2012, №561);
ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;
კ) ამტკიცებს ადმინიტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და ადმინისტრაციის შინაგანაწესს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის კოორდინაციას;
მ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა პირებთან ურთიერთობაში გამოდის ადმინისტრაციის სახელით;
ნ) მონაწილეობს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომებში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციის უფროსი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანებულება №561 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანებულება №576 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №21 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.
მუხლი 4🔗
ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც (ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გარდა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანებულება №561 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანებულება №576 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №21 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები🔗
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);
ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);
გ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახური;
დ) იურიდიულ საკითხთა სამსახური;
ე) პრესსამსახური;
ვ) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური;
ზ) მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;
ზ) მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;
ზ1) სახელმწიფო ჯილდოების სამსახური;
თ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური;
ი) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
კ) კულტურული ღონისძიებების სამსახური;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
მ) საორგანიზაციო სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №67 - სსმ III, №20, 08.02.2008 წ., მუხ.231
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 მარტის ბრძანებულება №133 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.422
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №618 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1864
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანებულება №377 - სსმ III, №82, 03.07.2009 წ., მუხ.877
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებულება №393 - სსმ III, №86, 14.07.2009 წ., მუხ.910
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №250 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №392 - ვებგვერდი, 05.06.2013წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) პრეზიდენტის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) პრეზიდენტის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) საქართველოს პრეზიდენტის არქივის წარმოება.
2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ1) (ამოღებულია);
გ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენა და მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემის უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მომზადების სფეროში სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე, სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენა;
ე) საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობების ორგანიზება;
ვ) საქართველოს პრეზდენტის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. იურიდიულ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ექსპერტიზა;
გ) მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერებისა და/ან გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში;
ე) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფა;
ვ) ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. პრესსამსახურის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.
6. პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სხვა საპრეზიდენტო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; საერთაშორისო (გაცვლითი, საგანმანათლებლო და ა.შ.) პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
9. მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ა1) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების და სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, მათი საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;
გ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;
დ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
10. ამოღებულია .
91. სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებული მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;
გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
10. (ამოღებულია) .
11. საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;
ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
თ) საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საკადრო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება;
კ) ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ლ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ადმინისტრაციაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;
გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
დ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ვ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
ზ) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;
ი) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
18. კულტურული ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გასამართი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ა1) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გასამართი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ან/და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) დავალების შესაბამისად, კულტურული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
19. ამოღებულია .
20. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობების, განცხადებების მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი განხილვა, ანალიზი, მათში დასმულ პრობლემათა განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ მოქალაქეთა თხოვნებზე, შუამდგომლობებზე, განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ შესაბამის პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) ამოღებულია ;
ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
21. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს პრეზიდენტისა ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ გასამართი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №603 - სსმ III, №84, 18.07.2005 წ., მუხ.922
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის ბრძანებულება №67 - სსმ III, №20, 08.02.2008 წ., მუხ.231
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 მარტის ბრძანებულება №133 - სსმ III, №38, 11.03.2008 წ., მუხ.422
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანებულება №618 - სსმ III, №183, 25.12.2008 წ., მუხ.1864
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანებულება №377 - სსმ III, №82, 03.07.2009 წ., მუხ.877
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებულება №393 - სსმ III, №86, 14.07.2009 წ., მუხ.910
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №560 - სსმ III, №91, 27.07.2010 წ., მუხ.1338
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №496-ვებგვერდი,07.06.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №250 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №392 - ვებგვერდი, 05.06.2013წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი🔗
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინიტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;
გ) ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
ვ) უფლებამოსილია სტრუქუტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8. ადმინისტრაციის თანამშრომლები🔗
ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 9. კომისიები და საბჭოები🔗
1. ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. კომისიისა და საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიისა და საბჭოს წევრები, გარდა სახელმწიფო მოსამსახურეებისა, ინიშნებიან თავიანთი თანხმობით.
3. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მათივე თანხმობით დანიშნოს პრეზიდენტის მრჩევლები, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს და თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 6 მარტის ბრძანებულება №119 - სსმ III, №36, 07.03.2008 წ., მუხ.387
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”“, №562, 30.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95356-22/