,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2005 ძალადაკარგული 19.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№562
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 30/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (24)

შემდგომი ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №562

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981

      საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12  დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

      საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №289 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 167) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №603 - სსმ III, №84, 18.07.2005 წ., მუხ.922

2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447

3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42

4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926

5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12  დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367

8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547

9. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშემწყობი კონსტიტუციური ორგანო.

2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.

4. ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

6. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

      საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367

    მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მის სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას;

ე) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზას;

ვ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

თ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ი) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებას და კოორდინაციას;

კ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

ლ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

ნ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ; მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე, მასალების მომზადებას შეწყალების თაობაზე;

ო) საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების მომზადებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე;

პ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას;

რ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;

ს) საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

    მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.

3​1. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.

4. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში;

გ) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;

დ) დადგენილი საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობაზე, ახორციელებს მათ წახალისებასა და მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდებას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;

თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;

ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;

კ) ამტკიცებს ადმინიტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და ადმინისტრაციის შინაგანაწესს;

ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის კოორდინაციას;

მ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა პირებთან ურთიერთობაში გამოდის ადმინისტრაციის სახელით;

ნ) მონაწილეობს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომებში;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ადმინისტრაციის უფროსი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №768 - სსმ III, №175, 28.12.2006 წ., მუხ.2367

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277

    მუხლი 4. ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირები

1. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება №242 - სსმ III, №49, 10.04.2007 წ., მუხ.547

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277

    მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);

ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);

გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახური;

ე) პრესსამსახური;

ვ) პროტოკოლის სამსახური;

ზ) (ამოღებულია);

თ) (ამოღებულია);

ი) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახური;

კ) კადრების სამსახური;

ლ) კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახური;

მ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ნ) საფინანსო სამსახური;

ო) კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

პ) საგარეო ურთიერთობათა სამსახური;

ჟ) ანალიტიკური სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981

      საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12  დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277

    მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) პრეზიდენტის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) პრეზიდენტის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) საქართველოს პრეზიდენტის არქივის წარმოება.

2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ​1) (ამოღებულია);

გ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენა და მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემის უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მომზადების სფეროში სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე, სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენა;

ე) საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობების ორგანიზება;

ვ) საქართველოს პრეზდენტის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ექსპერტიზა;

გ) მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერებისა და/ან გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში;

ე) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფა;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

5. პრესსამსახურის ფუნქციებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

6. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია);

9. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის, უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების და სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება;

გ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

10. კადრების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საკადრო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება;

გ) ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

დ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ადმინისტრაციაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

11. კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;

ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვა;

თ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

ი) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

12. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;

გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა.

13. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) ადმინისტრაციის მატერილურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისა და მათი განხორციელების ორგანიზაცია.

14. კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

გ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;

დ) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

15. საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

16. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის, ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ წინადადებების შემუშავება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღება და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №603 - სსმ III, №84, 18.07.2005 წ., მუხ.922

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №914 - სსმ III, №130, 04.11.2005 წ., მუხ.1447

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №6, 17.01.2006 წ., მუხ.42

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებულება №343 - სსმ III, №74, 02.06.2006 წ., მუხ.926

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №617 - სსმ III, №143, 19.10.2006 წ., მუხ.1981

      საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12  დეკმბრის ბრძანებულება №735 - სსმ III, №167, 13.12.2006 წ., მუხ.2258

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №475 - სსმ III, №117, 20.08.2007 წ., მუხ.1277

    მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

2. ადმინიტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

გ) ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კანდიდატურებს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

ვ) უფლებამოსილია სტრუქუტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 8. ადმინისტრაციის თანამშრომლები

ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 9. კომისიები და საბჭოები

1. ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები.

2. კომისიისა და საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიისა და საბჭოს წევრები, გარდა სახელმწიფო მოსამსახურეებისა, ინიშნებიან თავიანთი თანხმობით.

3. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ”“, №562, 30.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95356-9/