„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2005 ძალადაკარგული 28.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1058
სარეგისტრაციო კოდი
120.140.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 19/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1058

2005 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ

1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);

ბ) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელ დოკუმენტებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისი ს ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის   1 მარტიდან.

მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისი ს ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871

დანართი №1

 

დანართი №2

საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის

წ ე ს ი

1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობების დამზადების საკითხს წყვეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები.

2​1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისი ს ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871

2​2. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისი ს ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871

3. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”, №1058, 17.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96616-1/