„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1058
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ
1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);
ბ) საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელ პირადობის მოწმობებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 მაისამდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
დანართი №2
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის
წ ე ს ი
1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობების დამზადების საკითხს წყვეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები.
3. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.
+

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელ დოკუმენტებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 აგვისტომდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისის ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელ პირადობის მოწმობებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2006 წლის 1 მაისამდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისის ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №517 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1394
დანართი №1
დანართი №2
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის
წ ე ს ი
1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №517 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1394
1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობების დამზადების საკითხს წყვეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები.
21. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისის ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871
22. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისის ბრძანებულება №323 - სსმ III, №69, 22.05.2006 წ., მუხ.871
3. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”?
- „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ” მიღებულია 17.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №1058. სარეგისტრაციო კოდი — 120.140.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2011.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ”, №1058, 17.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96616/