„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2006 ძალადაკარგული 21.06.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 17/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №124

2006 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ქონებრივი უფლებების რესტიტუციის მიზნით:

 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება;

ბ) დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესი.

 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII, №151,18.11.

2010წ.,მუხ.2138

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII, №151,18.11.

2010წ.,მუხ.2138

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII,

№151,18.11.2010წ.,მუხ.2138

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”, №124, 14.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97342-1/