„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №124
2006 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ქონებრივი უფლებების რესტიტუციის მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ.ხევიაშვილი):
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
ბ) დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (ი. ალასანია) და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
+

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ.ხევიაშვილი):
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
ბ) დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII, №151,18.11.
2010წ.,მუხ.2138
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII, №151,18.11.
2010წ.,მუხ.2138
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (ი. ალასანია) და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №920-სსმIII,№151,18.11.2010წ.,მუხ.2138
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”?
- „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” მიღებულია 14.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №124. სარეგისტრაციო კოდი — 040.090.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2011.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”, №124, 14.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97342/