ბრძანება N 3034
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3034
20 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №24632/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №225-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. განმარტავს, რომ ვინაიდან ოპერაცია განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის, კომპანიამ გამოიყენა დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ მომზადებული ქონების შეფასების დასკვნა. აცხადებს, აუდიტორი არ ეთანხმება დამოუკიდებელ ექსპერტს მიწის გადასახადის შეფასებაში და აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ შეფასებული მიწა (1 კვ.მ- 3 აშშ დოლარი) არც სამეურნეო ოპერაციის დროს და არც მიმდინარე პერიოდში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. აუდიტორი ვერ ასაბუთებს რას დაეყრდნო შეფასებისას, ასევე არ არის დასკვნაში მოყვანილი არცერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც აღიარებს სახელმწიფო. ამდენად, მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა არასამართლებრივი მიდგომა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8375 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №225-29 და 2024 წლის 2 თებერვლის №225-2 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით 2024 წლის 18 იანვრის და 8 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „-------“ დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8375 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 დეკემბრის №225-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შედარებულ იქნა შპს „-------“ დასკვნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის N58551/10/23 დასკვნასთან და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
● თანხობრივი სხვაობა გამოწვეულია მიწის შეფასების ღირებულებით, რომელიც შპს „-------“ მიერ შეფასებულია 13.55 დოლარად, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით 3.18 დოლარად.
● შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს 47 154 კვ.მ. ფართობს, მასზე დამაგრებული შენობანაგებობით. შპს „-------“ მიერ ანალოგები აღებულია 1 060 კვ.მ-დან 2 231 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში 4 203 კვ.მ-დან 14 596 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე. დასკვნის მიხედვით, ფართობის ზრდის პარალელურად იკლებდა ფასი 5.32 დოლარიდან 2.42 დოლარამდე. ვინაიდან შესაფასებელი ობიექტის ფართობი არის 47 154 კვ.მ. უფრო შესაბამისობაშია 14 596 კვ.მ. მიწის ფართობთან, ვიდრე 2 231 კვ.მ.-სთან.
● შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს -------, -------. შპს „-------“ დასკვნაში აღებული ანალოგები მდებარეობს ქალაქ -------, შესაფასებელ ობიექტსა და ანალოგებს შორის არის საკმაოდ დიდი მანძილი და მათ შორის ასევე გადის ცენტრალური მაგისტრალის -------, რომლისგანაც ქალაქ ------- მხარეს არის ანალოგები, ხოლო შესაფასებელი ობიექტი არის სოფლის მხარეს, რაც მათ შორის ზრდის მიწის ღირებულების სხვაობას. ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში აღებული ანალოგები, მანძილითაც ახლოს არის შესაფასებელ ობიექტთან, ასევე მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის მხარეს, როგორც შესაფასებელი მიწის ნაკვეთი.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უფრო სარწმუნოდ მიჩნეულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს „-------“ დასკვნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნასთან და დადგინდა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში შესაფასებელი ობიექტის ანალოგი, ფართობებისა და მდებარეობის გათვალისწინებით, ბევრად ახლოს იყო შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან. კერძოდ, შპს „-------“ მიერ ანალოგები აღებულია 1 060 კვ.მ-დან 2 231 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში 4 203 კვ.მ-დან 14 596 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე. აგრეთვე, ფართობის ზრდის პარალელურად იკლებდა ფასი 5.32 დოლარიდან 2.42 დოლარამდე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შპს „-------“ დასკვნაში აღებულ ანალოგებსა და შესაფასებელ მიწის ნაკვეთს შორის საკმაოდ დიდი მანძილია და მათ შორის ასევე გადის ცენტრალური მაგისტრალის ავტობანი, რომლისგანაც ქალაქ ------- მხარეს არის ანალოგები, ხოლო შესაფასებელი ობიექტი არის სოფლის მხარეს, რაც მათ შორის ზრდის მიწის ღირებულების სხვაობას. ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში აღებული ანალოგები მანძილითაც ახლოს არის შესაფასებელ ობიექტთან და ასევე მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის მხარეს, როგორც შესაფასებელი მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ უფრო სარწმუნოდ იქნა მიჩნეული შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან და დადგინდა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში შესაფასებელი ობიექტის ანალოგი, ფართობებისა და მდებარეობის გათვალისწინებით, ბევრად ახლოს იყო შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან. შემმოწმებელთა მიერ უფრო სარწმუნოდ იქნა მიჩნეული შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)