ბრძანება N 24903
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24903
27 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ "---------")
(მის.: "-------")
2024 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №121) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ "------") 2024 წლის 31 ოქტომბრის №92638/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 სექტემბრის №007-234 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმების შედეგად გადაანგარიშებით მიღებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ისე, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სალაროს გონივრული ნაშთი. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება და გეგმავს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13706 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 3 ნოემბრის №84644/1/2023 საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი, და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
“შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13706 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 20 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხული თანხა შემცირდა სულ 17 846 ლარით, მათ შორის, გადასახადი 11 897 ლარით და ჯარიმა 5 949 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 სექტემბრის №007-234 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი). დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა:
1. შპს „--------“ (ს/ნ "------") 2020 წლის 27 თებერვალს გადახდილი 45 600 ლარი მონაწილეობდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი უსაფუძვლოა.
2. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში სულ ჩარიცხული აქვს 229 441.21 ლარი, მ.შ. ბანკიდან გადარიცხულია 219 719.21 ლარი, ხოლო სალაროდან გადახდილად ჩათვლილია 9 725 ლარი. ამ ნაწილშიც გადასახადის გადამხდელის არგუმენტი უსაფუძვლოა.
3. წარმოდგენილი მასალების შესწავლით დაკორექტირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი, რომელიც დაემთხვა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ მონაცემებსაც და 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებასაც. ასევე, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დებიტორულ დავალიანებაზე შპს „N1-“-თან ურთიერთშედარების აქტი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა სრულად.
4. ასევე, გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიღმა პერიოდში გადახდილი კრედიტორული დავალიანება 580.46 ლარი, რომელიც დატოვებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხის შემცირება სულ 17 846 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 11 897 ლარით, ხოლო ჯარიმა - 5 949 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდად განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ახსნა-განმარტება 2023 წლის პირველი აგვისტოდან საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2023 წლის აგვისტოდან დღემდე კომპანიას არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და არ უფიქსირდება არც მიღებული დოკუმენტები. საკონტროლო-სალარო აპარატში ბოლო ჩეკი ამობეჭდილია 17.08.2023 წელს (48 565 ლარი). შესაბამისად, ვინაიდან კომპანია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაშთი შემოწმებით დაბეგრილია სრულად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმების შედეგად გადაანგარიშებით მიღებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ისე, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სალაროს გონივრული ნაშთი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13706 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 20 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხული თანხა შემცირდა სულ 17 846 ლარით, მათ შორის, გადასახადი 11 897 ლარით და ჯარიმა 5 949 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 სექტემბრის №007-234 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)