ბრძანება N 21314

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.09.2024
№ დოკუმენტი 21314
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21314

30 სექტემბერი 2024

ბრძანება

ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

(ფაქტ. მის.:"--------")

2024 წლის 15 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "-------") 2024 წლის 15 სექტემბრის №91945/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 და №125-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშებით შემოწმებამ ერთობლივი შემოსავლიდან გამოკითხვის ოქმით დადგენილი მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული მთლიანი ხარჯის, კერძოდ, 38 060 ლარის გამოქვითვის ნაცვლად, იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩათვალა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით. მიაჩნია, რომ შემოწმებას სრულად უნდა გაეთვალისწინებინა გამოძიების მიერ დადგენილი ხარჯები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №11200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 28 მაისის №12298 ბრძანება და ამავე თარიღის №125- 11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 15 809 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 101 ლარი, ჯარიმა 4 440 ლარი, საურავი 268 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 ივლისის №17279 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №17279 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 5 499 ლარით, მათ შორის, გადასახადი 3 666 ლარით, ჯარიმა 1 833 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და ამავე თარიღის №125-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 805 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 294 ლარი, ჯარიმა 8 647 ლარი, საურავი 1 864 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 თებერვლის №125-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 18 509 ლარით, მათ შორის, გადასახადი 12 340 ლარით, ჯარიმა 6 170 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 ივლისის №17279 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №17279 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 15 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 3 066 ლარით, მათ შორის, გადასახადი 2 044 ლარით, ჯარიმა 1 022 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 აგვისტოს №125-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2024 წლის 13 და 15 აგვისტოს დასკვნების მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და მეწარმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა საგამოძიებო სამსახურის ოქმში დაფიქსირებული თანხის 75%. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 და №125-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 და 15 აგვისტოს დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ მეწარმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა საგამოძიებო სამსახურის ოქმში დაფიქსირებული თანხის 75%. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და ამავე თარიღის №125-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 805 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 294 ლარი, ჯარიმა 8 647 ლარი, საურავი 1 864 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)