ბრძანება N 15674
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15674
03 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: --------------------------)
2024 წლის 28 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 28 ივნისის №90424/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №055-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად არ არის დაკმაყოფილებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, კერძოდ, დღგ-ის ნაწილში დასაბეგრ ობიექტად არ უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი თანხის გადარიცხვები, რომლებზეც არ არის განხორციელებული საქონლის და მომსახურების მიწოდება, შესაბამისად, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს სესხად, ხოლო მეწარმეებზე გადახდილი თანხების დაბეგვრა უნდა განხორციელდეს მეწარმეების მიერ. გადამხდელი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3498 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3498 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 2 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 65 000 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 333 ლარი, ჯარიმა 21 667 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 მაისის №055-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი გაფორმებული შპს „-----თან“, საიდანაც დასტურდება, რომ შპს „---ის“ მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემცირდა პირის დღგით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები (მომსახურებების შეძენა). საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებზე არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე, წარმოდგენილი მონაცემებით, ი/მ ---------ზე (ს/ნ ---------) გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები). შესწავლილ იქნა დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია და შედეგად, შემცირებულ იქნა ფულის ნაშთის ოდენობა, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ შპს „-----თან“ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „---ის“ მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, შემცირებულ იქნა ი/მ --------ზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ხოლო, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები), რომლის შესწავლის შედეგად, ასევე შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №3498 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდლის საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 65 000 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №055-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მომსახურების დამკვეთ პირთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მომჩივანის მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, შემცირებულ იქნა ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ხოლო, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღიცხვა , რომლის შესწავლის შედეგად, ასევე შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 304(21);