ბრძანება N 3839
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3839
21 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----------ის (ს/ნ -------------------)
(მის: ------------------------------------)
2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ -------------------) №20548/21-11 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №21-11/8739 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობის თაობაზე ცნობა წარდგენილი ჰქონდა წინა სამსახურში. აღნიშნულ დამსაქმებელთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, ითხოვს მასზე ახალი ცნობის გაცემას, რათა შეძლოს კვლავ ისარგებლოს კუთვნილი შეღავათით ახალ დამსაქმებელთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 13.02.2024 წლის (10:49 საათის) მდგომარეობით ი/მ ----------ეს (ს/ნ -------------------) უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 25.04.2017 წელს შპს “------ში” (ს/ნ ----------).
ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 19.12.2023 წელს შპს “-----ს” (ს/ნ ---------) გაეგზავნა წერილი N21-11/100700, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და დაბრუნდა უკან 25.12.2023 წელს. განმეორებითი წერილის (N21-11/3255) გაგზავნა განხორციელდა 17.01.2024 წელს შპს “-------ში” (ს/ნ ---------), რომელიც ასევე მობრუნდა.
ვინაიდან ვერ განხორციელდა მომსახურების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული შეღავათის ცნობის გაუქმება, გადამხდელს უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №21-11/8739 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ი/მ ----------ის (ს/ნ -------------------) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო შპს “------ში” (ს/ნ ------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ი/მ ----------ის (ს/ნ -------------------) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;
3. შპს “-------ში” (ს/ნ ---------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობის თაობაზე ცნობა წარდგენილი ჰქონდა წინა სამსახურში. აღნიშნულ დამსაქმებელთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, ითხოვს მასზე ახალი ცნობის გაცემას, რათა შეძლოს კვლავ ისარგებლოს კუთვნილი შეღავათით ახალ დამსაქმებელთან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 25.04.2017 წელს .
ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 19.12.2023 წელს წინა დამსაქმებელს გაეგზავნა წერილი N21-11/100700, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და დაბრუნდა უკან 25.12.2023 წელს. განმეორებითი წერილის (N21-11/3255) გაგზავნა განხორციელდა 17.01.2024 წელს , რომელიც ასევე მობრუნდა.
ვინაიდან ვერ განხორციელდა მომსახურების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული შეღავათის ცნობის გაუქმება, გადამხდელს უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №21-11/8739 გადაწყვეტილებით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივანის სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო წინა დამსაქმებელთან წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(2,3,4,5);