ბრძანება N 13299
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13299
13.06.2023
ფ/პ --------- (პ/ნ ---------)
(მის: ------------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ ---------) №79503/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25646 ბრძანებით ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ფ/პ -------- (პ/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) აქტივის რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების თაობაზე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25646 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25646 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25646 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმად:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. შემოწმების მიერ ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ.მ. ფართის მშენებლობის თვითღირებულება (100 დოლარის ექვივალენტი ლარში), შემოწმების მიერ გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 12 266 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25646 ბრძანებით, ფ/პ ------- (პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება პირველ და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმებისთვის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25646 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმად: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. შემოწმების მიერ ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ.მ. ფართის მშენებლობის თვითღირებულება (100 დოლარის ექვივალენტი ლარში), შემოწმების მიერ გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 12 266 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).