ბრძანება N 28994
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 28994
16/09/2021
ფ/პ ---------------
(მის.: -----------)
2021 წლის 9 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ --------- №168057/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 5 აგვისტოს № 21-11/99292 გადაწყვეტილებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხულ თანხებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. საქმიანობდა მხოლოდ ერთი თვე და შემდეგ გააუქმა რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მისთვის არავის უთქვამს, რომ შემოსავლების სამსახურშიც უნდა დაეწერა განცხადება სტატუსის გაუქმების თაობაზე. ითხოვს ფიქსირებულ გადასახადში დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ---------- მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი 2019 წლის მაისის თვიდან. გადასახადის გადამხდელმა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს 2021 წლის 9 აგვისტოს. შესაბამისად, 2019 წლის მაისიდან 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი 30-30 ლარის ოდენობით.
გადამხდელმა 2021 წლის 2 აგვისტოს N162308/21-11 წერილით მოითხოვა დარიცხული გადასახადის შემცირება, რაზეც უარი ეცნობა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 5 აგვისტოს №21-11/99292 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- 2021 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 753 ლარი, საურავი 165.80 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 2019 წლის 20 მაისიდან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ ------- მიერ 2019 წლის 17 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია განცხადება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის შემდგომ 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ 2021 წლის 9 აგვისტოს განაცხადის წარდგენამდე) დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2019 წლის 17 მაისის შემდგომ (ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების წარდგენიდან) 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ 2021 წლის 9 აგვისტოს განაცხადის წარდგენამდე) დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ფიქსირებულ გადასახადში დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ ფ/პ-ს მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი 2019 წლის მაისის თვიდან. გადამხდელმა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს 2021 წლის 9 აგვისტოს. შესაბამისად, 2019 წლის მაისიდან 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით გადამხდელს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი.
გადამხდელმა წერილით მოითხოვა დარიცხული გადასახადის შემცირება, რაზეც უარი ეცნობა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 2019 წლის 20 მაისიდან.
გადაწყვეტილება
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2019 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია განცხადება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის შემდგომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განაცხადის წარდგენამდე დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება