ბრძანება N 11688
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11688
29.05.2023
ააიპ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 2 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ააიპ „----------“ (ს/ნ ----------) №80695/1/2023 და N80697/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის N21- 11/31978 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივრები განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი N51).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ „პატრიოტები ახარისხებენ ნარჩენს“ პროგრამის ფარგლებში მიიღო გრანტი, რის შედეგადაც შეიძინა საქონელი. ამბობს, რომ ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნებლიედ დაგვიანებით წარადგინა. ამასთან, წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაცია ფორმა N---------- და ბიუჯეტში იმპორტის დღგ-ის გადარიცხვის საბუთი. იმპორტზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, კერძოდ ინვოისში, აღნიშნულია რომ პრესის აპარატის შეძენა გრანტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
გადამხდელი ითხოვს გრანტის პროექტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ააიპ „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2023 წლის 1 თებერვალს გამოგზავნილ იქნა პირველი განცხადება (ID:----------) „----------”-თან გაფორმებული გრანტის (NIG ----------) ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით. გადამხდელის მიერ 2023 წლის 1 თებერვლის ID:---------- განცხადება დახარვეზდა და მოეთხოვა დონორის მიერ წერილობით გაცემული დასტური ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადების შესახებ. 2023 წლის 15 მარტის ID:---------- განცხადებით ხარვეზი გამოსწორდა და დამატებით წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლიდანაც ერთი ფაქტურა: ეა---------- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი), წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადსახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით, ამასთან წარმოდგენილი იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ ----------, რომელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე გადამხდელს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას/დაბრუნებას. ამავე განცხადებით წარმოდგენილ იყო საბაჟო დეკლარაცია N----------. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ „----------“ (ს/ნ ----------) გაეგზავნა საპასუხო განცხადება, რომ გრანტის NIG---------- ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვა 2023 წლის 15 მარტის ID:---------- განცხადებით განხორციელდა ნაწილობრივ - 10351.22 ლარის ოდენობით, ნაცვლად მოთხოვნილი 20395.98 ლარისა.
აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი 22.03.2023 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელზე ჩაბარების თარიღად ფიქსირდება 2023 წლის 22 მარტი. 2023 წლის 12 აპრილს გადამხდელმა კომუნიკატორის საშუალებით ხელახლა წარმოადგინა განცხადება N---------- საბაჟო დეკლარაციით N---------- გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვის მიზნით, რაზეც განმეორებით ეთქვა უარი 2023 წლის 19 აპრილის N21-11/---------- წერილით. მიმდინარე წლის 20 და 25 აპრილს გადამხდელმა კვლავ მიმართა მომსახურების დეპარტამენტს კომუნიკატორის საშუალებით (N ---------- ----------/21-11 და N ---------- ----------/21-11) საბაჟო დეკლარაციით N---------- გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვის მიზნით, რაზეც განმეორებით კვლავ ეთქვა უარი 21-11/---------- და 21-11/---------- განცხადებებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. 11. გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი. 2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის შესაბამისად:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა---------- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით. ამასთან, წარმოდგენილი იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ ----------, რომელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე გადამხდელს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას/დაბრუნებას. ამავე განცხადებით წარმოდგენილ იყო საბაჟო დეკლარაცია N----------.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ააიპ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ „პატრიოტები ახარისხებენ ნარჩენს“ პროგრამის ფარგლებში მიიღო გრანტი, რის შედეგადაც შეიძინა საქონელი.
გადამხდელი ითხოვს გრანტის პროექტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით. ამასთან, წარმოდგენილი იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე გადამხდელს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება ჩათვლას/დაბრუნებას. ამავე განცხადებით წარმოდგენილ იყო საბაჟო დეკლარაცია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 181(3)